„საქართველო საუკეთესო ქვეყანაა“: ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს ეცნობიან

© photo: Sputnik / Mindia Davitadze Photographyტურისტები გერგეტზე
ტურისტები გერგეტზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
ბულგარელმა ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ძველი თბილისი და კახეთში გაემგზავრნენ, სადაც წინანდალს, ნაფარეულს, ალავერდსა და სიღნაღს მოინახულებენ.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველო ბულგარეთის მასმედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ტურის ფარგლებში ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. მათთვის უკვე გაიმართა კულინარიული მასტერ-კლასი, სადაც ჟურნალისტებმა ქართული კერძების მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა.

„საქართველო გამორჩეულია მრავალფეროვანი ბუნებით, განსხვავებული კულტურით, ხალხით. ბოლო 10 წელიწადში სადაც ვყოფილვარ, საქართველო საუკეთესო ქვეყანაა. მინდა მოგიწოდოთ – ეწვიეთ საქართველოს, დაათვალიერეთ ეს ლამაზი ქვეყანა და თქვენ შეხვდებით საოცარ, გულღია ადამიანებს“, – განაცხადა ჟურნალისტმა გეორგ ტოშევმა.

ბულგარეთის ეროვნული ტელევიზიის გადაცემა Lifestyle-ის პროდიუსერი და ოპერატორი, ასევე ჟურნალ Biograph-ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ. ისინი საქართველოს ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ.
ბულგარელმა ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ძველი თბილისი და კახეთში გაემგზავრნენ, სადაც წინანდალს, ნაფარეულს, ალავერდსა და სიღნაღს მოინახულებენ.
პრეს-ტური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0