მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ აკრძალვებს ამკაცრებს: ორმა ბანკმა რუსეთის სახელმწიფო ვალის მომსახურება შეაჩერა

Goldman Sachs  - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ივნისი − Sputnik. ამერიკულმა ბანკებმა JPMorgan Chase-მა და Goldman Sachs-მა რუსეთის სახელმწიფო ვალის მომსახურების ოპერაციები შეაჩერეს, იუწყება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.
„აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განახლებული ხელმძღვანელობისა და Goldman Sachs-ის მიერ რუსეთთან დაკავშირებული საქმიანობების თანდათანობით შეწყვეტის შესაბამისად, ფირმა აღარ განახორციელებს ბაზრის გენერირებისთვის გარკვეულ აქტივობებს რუსულ სუბიექტებთან“, − ნათქვამია ერთ-ერთი მარეგულირებლის განცხადებაში.
გამოცემის ცნობით, ბანკებმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს დავალებით მიიღეს. წყაროები აღნიშნავენ, რომ ივნისში ეს მარეგულირებლები ჯერ კიდევ ახორციელებდნენ ოპერაციებს რუსეთის სესხებზე.
მანამდე შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ გენერალური ლიცენზიის მოქმედების ვადა შეაჩერა, რომელიც რუსეთს სანქციების პირობებში საგარეო ვალის მომსახურების უფლებას აძლევდა. რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება ლახავს უცხოელი ინვესტორების უფლებებს და ძირს უთხრის ნდობას დასავლეთის ფინანსური ინფრასტრუქტურის მიმართ.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0