რას გამოიწვევდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სანქციები?

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს აგრძელებენ და მას ყოველდღიურად 1 მლრდ დოლარს უხდიან.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მთავრობას წინდახედულობა რომ არ გამოეჩინა და არ გაეტარებინა ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა, მაშინ საქართველოში დღეს არაფერი იქნებოდა, განაცადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას მისი პოზიციის გამო – არ დაუწესოს სანქციები რუსეთს უკრაინაში ჯარის შეყვანის გამო.
მმართველი პარტია გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ სანქციებისგან დაზარალდება თავად საქართველო, ხოლო ოპოზიციონერებს ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.

„მთავრობას წინდახედულობა რომ არ გამოეჩინა და ეროვნული, მოქალაქეებისთვის სასარგებლო პოლიტიკა არ გაეტარებინა, რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიეღო და ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებისთვის მოესმინა, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ, დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება იქნებოდა ჩრდილოელ მეზობელთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა, რაც თავად დასავლეთის ქვეყნებსაც არ გაუკეთებიათ.
„ჩვენი მილიონი თანამოქალაქე რუსეთში ცხოვრობს. ვინმეს საერთოდ ახსენდება ეს ადამიანები როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში, მათ რა ბედი ელით? აღარ ვსაუბრობ იმაზე, რა მოხდება იმ 4 მილიონ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს“, – განაცხადა პრემიერმა.
„უკრაინასთან მიმართებით რა არ გავაკეთეთ“ - ხელისუფლება ოპოზიციას>>>
როგორც მან აღნიშნა, იმ დროს, როცა უპასუხისმგებლო ოპონენტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ევროკავშირი რუსეთს ყოველდღიურად 1 მლრდ დოლარს უხდის.
„ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 90 მილიარდი დოლარი შევიდა რუსეთის ევროპასთან ვაჭრობის შედეგად, რომელიც დღემდე გრძელდება“, – თქვა ღარიბაშვილმა.
მან მიუთითა, რომ საქართველოსაც აქვს ეროვნული ინტერესები.

„ჩვენთვის რა ხდება, ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, ტერიტორიები დავკარგოთ?“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ კითხვებს კიდევ უფრო ხმამაღლა დასვამს.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. მისი თქმით, ამ კამპანიაში ჩართული იყო ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მის სატელიტ პარტიებთან ერთად.
„ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას ებრძვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა. მოგვიანებით ეს მოწოდება უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც გაიმეორეს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
რაც შეეხება უკრაინის ირგვლივ არსებულ სიტუაციას, საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ.
კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0