Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ხუთმილიონიან კაბას რამდენიმე კრისტალი აკლია - მერლინ მონროს საკულტო კაბა დაზიანდა

© AFP 2024 / DIMITRIOS KAMBOURISკიმ კარდაშიანი
კიმ კარდაშიანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ „მეტ გალას“ ციებ-ცხელებამ დიდი ხანია გადაიარა, საზოგადოება კიმ კარდაშიანის კოსტიუმის განხილვას დღემდე არ წყვეტს.
მოდელმა კიმ კარდაშიანმა „მეტ გალა 2022“-ზე მერლინ მონროს საკულტო კაბა მოირგო, რომელიც ლეგენდარულ მსახიობსა და მომღერალს აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ეცვა.
კიმ კარდაშიანი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
ყვითელი ამბები
-7 კგ კაბის ჩასაცმელად - კიმ კარდაშიანმა მერლინ მონროს საკულტო „ლუქი“ გაიმეორა - ფოტო
მიუხედავად იმისა, რომ კიმმა კაბის მოსახდენად ზედმეტი კილოგრამები დაიკლო, კაბამ ზედმეტ წონას მაინც ვერ გაუძლო. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 5 მილიონ დოლარად შეფასებული კაბა დაზიანებულია, გარღვეულია, რამდენიმე თვალი კი დაკარგული.
ცნობილ „შიშველ“ ჩაცმულობას რამდენიმე ნაკლი აღმოაჩნდა, რაც აშკარად არ იყო 2016 წლის კაბის ბოლო სურათებში. კაბა ნაკერებთან იშლება, რამდენიმე ადგილზე გაფუჭდა და აკლია დეკორატიული კრისტალი, მაგრამ, როგორც ითქვა, კიმმა მხოლოდ რამდენიმე მეტრი გაიარა ამ კაბით წითელ ხალიჩაზე. მოახდინა რამდენიმე წუთმა ასეთი დრამატული ეფექტი ჩაცმულობაზე? ისევ იმართება მწვავე საჯარო განხილვა, ღირდა თუ არა სამუზეუმო ექსპონატის გაქირავება.
ჟან ლუის მიერ შექმნილი კაბა მერლინ მონროს 1962 წელს ეცვა. ამავე „ლუქით“ შეასრულა მან საკულტო სიმღერა Happy Birthday Mr. President პრეზიდენტ კენედის დაბადების დღეზე. ის 60 წელი მკაცრად კონტროლირებად ტემპერატურაზე ინახებოდა, 2016 წელს კი მუზეუმმა 5 მილიონ დოლარად შეისყიდა.
ყველა ახალი ამბავი
0