ჯანდაცვის სამინისტრომ სამ ექიმს ლიცენზია შეუჩერა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
პროფესიული განვითარების საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოში სამი ექიმი არაპროფესიონალიზმში ამხილეს და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს, ხოლო ორ მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მისცეს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებმა ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ხუთი საქმე განიხილეს.
პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება.
გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება.
პროფესიული განვითარების საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს.
ყველა ახალი ამბავი
0