საქართველოში გვირაბის მშენებლობაზე ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა

© Roads Department of Georgiaგვირაბის მშენებლობა
გვირაბის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჩინეთის მოქალაქე მშენებლობაზე იყო დასაქმებული. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი კობი–გუდაურის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
დეპარტამენტის ცნობით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები სრულდება გვირაბგამყვანი მანქანა TBM-ის მეშვეობით (Tunnel Boring Machine), რომელიც სპეციალურად ქვეშეთი–კობის პროექტისთვის დამზადდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.
მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება. სამუშაოებს ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0