გერგეტამდე მისასვლელი მთავარი გზა იკეტება

გამოწერა
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. სტეფანწმინდა–სამების ეკლესიის (გერგეტის) გზის მონაკვეთზე 15 ივნისიდან 31 ივლისამდე პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“ საავტომობილო გზის 3-4-კმ მონაკვეთზე დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.
აღნიშნულ პერიოდში გერგეტამდე ავტომობილებით მისვლა შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი.
გერგეტი — ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0