https://sputnik-georgia.com/20220614/gaizrdeba-tu-ara-eleqtroenergiasa-da-gazze-taripebi-narmania-267444180.html
გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფები: ნარმანიას განმარტება
გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფები: ნარმანიას განმარტება
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს ენერგოსექტორში დღეს არსებული მდგომარეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ელექტროენერგიასა და გაზზე მოქმედი სამომხმარებლო... 14.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-14T17:17+0400
2022-06-14T17:17+0400
2022-06-14T22:17+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24759/19/247591983_0:20:2500:1426_1920x0_80_0_0_c322874d0baa36d89da8b78d0b5d19ae.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს ენერგოსექტორში დღეს არსებული მდგომარეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ელექტროენერგიასა და გაზზე მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები შენარჩუნდეს, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.მისი თქმით, დეფიციტის თვეებში იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა, თუმცა ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული გაცილებით იაფი ელექტროენერგიის ხარჯზე მოხდა დაბალანსება.„მათ შორის დიდი როლი შეასრულა ენგურჰესმა, რომლის რემონტიც გასული წლის გაზაფხულზე დასრულდა. 2021 წელს მან 30%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ვიდრე 2020 წელს“, – განაცხადა ნარმანიამ.რაც შეეხება ბუნებრივ აირს, გრძელდება აზერბაიჯანიდან ე.წ. სოციალური გაზის შემოტანა.კარგი ჰიდროლოგიის წყალობით შენარჩუნდება ტარიფები ელექტროენერგეტიკულ სექტორშიც.საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.რაც შეეხება ელექტროენერგიას, ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24759/19/247591983_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_ce034389fcf9a499693cc3718c0c398e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს ენერგოსექტორში დღეს არსებული მდგომარეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ელექტროენერგიასა და გაზზე მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები შენარჩუნდეს, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
„ჩვენი რეგიონის ენერგეტიკულ სკანირებას თუ ჩავატარებთ, ვნახავთ, რომ ფასები ენერგომატარებლებზე, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე ბუნებრივ აირზე, ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ საქართველო ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს არსებული სამომხმარებლო ტარიფები“, – განაცხადა ნარმანიამ „პირველ არხზე“.
მისი თქმით, დეფიციტის თვეებში იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა, თუმცა ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული გაცილებით იაფი ელექტროენერგიის ხარჯზე მოხდა დაბალანსება.
„მათ შორის დიდი როლი შეასრულა ენგურჰესმა, რომლის რემონტიც გასული წლის გაზაფხულზე დასრულდა. 2021 წელს მან 30%-ით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ვიდრე 2020 წელს“, – განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, გრძელდება აზერბაიჯანიდან ე.წ. სოციალური გაზის შემოტანა.
„სოციალურ გაზზე ფასი ფიქსირებულია ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის წყალობით, ამიტომაც ამ ეტაპზე ჩვენთან მოსახლეობის გაზიფიცირებასა და ტარიფზე ზეწოლა არ არის. ჩემი აზრით, გაზის სფეროში არანაირი ტარიფის მატება არ იგეგმება“, – განაცხადა ნარმანიამ.
კარგი ჰიდროლოგიის წყალობით შენარჩუნდება ტარიფები ელექტროენერგეტიკულ სექტორშიც.
საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.