პროდუქტები, რომლებიც ძველ, „ჩამჯდარ“ ცხიმებს წვავს: ქვეყნდება განახლებული ჩამონათვალი

© Pexels / Andres Ayrtonსიმსუქნე
სიმსუქნე - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ივნისი − Sputnik. ადამიანის სხეულზე არსებობს ადგილები, სადაც „ჩამჯდარ“ ცხიმებზე ზემოქმედება ძალიან ძნელია, აცხადებენ ჟურნალ EatThis, NotThaT-ის ექსპერტები.
მათი თქმით, მაგალითად, თეძოებსა და ბარძაყებზე კანქვეშ დაგროვილი ცხიმები ისე ჯიუტდება, რომ რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, თითქმის არაფერი შველის.
მართალია, ასეთი ცხიმები ისეთივე საშიში არ არის, როგორიც მუცლისაა, მაგრამ ძალიან არაესთეტიკური კია. ამიტომ ექსპერტები გთავაზობენ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც ხელს უწყობს ჯიუტი, ძველი და ჩამჯდარი ცხიმების წვას.
ესენია:
შვრიის ქატო − თუ დღეს შვრიის ქატოს ფაფით იწყებთ, ეს სწორი არჩევანია. უბრალოდ არ გააფუჭოთ ის შაქრისა თუ სიროპის დამატებით. უცხიმო რძე და დარიჩინი კი საუკეთესო დანამატი იქნება ასეთი ფაფისთვის.
ბატატი – ტკბილი კარტოფილი რაციონის ძირითადი პროდუქტი უნდა იყოს. ნელი ნახშირწყლების მეფე კალორიების ცხიმად გარდაქმნას უშლის ხელს.
ბოსტნეულის სუპი − წვნიანი უნდა იყოს სქელი, ისეთი, როგორიც მინესტრონეა. ასეთი სუპი შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ, რამდენიც გაგიხარდებათ − ოღონდ უპუროდ.
შავი ბრინჯი − ანუ „აკრძალული ბრინჯი“. ასე იმიტომ დაერქვა, რომ მხოლოდ იმპერატორებს ჰქონდათ მისი ჭამის უფლება. მასში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტია − უფრო მეტი, ვიდრე მოცვში. შესაბამისად, რაც მეტია ანტიოქსიდანტი, მით ნაკლებია ანთებები და ცხიმის მარაგები.
ლობიო − ის ეხმარება ორგანიზმს ბუტირატის გამომუშავებაში, რომელიც ცხიმების წვას უწყობს ხელს. უფრო მეტიც, როგორც მეცნიერულმა კვლევამ აჩვენა, ლობიო ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას ებრძვის. ამ მხრივ საუკეთესოა შავი ლობიო.
ჟოლო − მასში შემავალი უხსნადი უჯრედისი ნაწლავების ჯანმრთელ ბაქტერიებს კვებავს და ხელს უწყობს ისეთი მჟავას გამომუშავებას, რომელიც ცხიმების დაგროვებას ეწინააღმდეგება.
კვერცხი − ეს ცხიმებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, ვინაიდან შეიცავს ქოლინს − B ჯგუფის ვიტამინს, რომელიც ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარების შედეგად გაჩენილ მძიმე დაავადებებს. კიდევ უფრო უკეთესია სელის მარცვალზე გაზრდილი ქათმის კვერცხი, ვინაიდან ის უკვე ომეგა-3-ს შეიცავს, რაც კვერცხის თვისებებს აძლიერებს.
გარდა ამისა, EatThis, NotThaT-ის ექსპერტები ჩამჯდარი ცხიმების გასაქრობად ასევე გირჩევენ რაციონში ისეთი პროდუქტების შეტანას, როგორებიცაა: არტიშოკი, გუაკამოლე, გოგრის გული, ბარდა, ხამანწკები, შავი შოკოლადი, 100%-ით მთელმარცვლოვანი პური, ნუში, გრეიპფრუტი, კაკალი, თინუსი და პორტულაკი.
წყარო: EatThis, NotThaT
ყველა ახალი ამბავი
0