Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

© AFP 2024 / JUSTIN TALLISლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 0,51%.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (6–12 ივნისი) კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.658.755 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 546 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.641.348).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა სამი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.838 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 100.232 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 92.556, PCR–ტესტით – 7.676.
ამ დროისათვის ქვეყანაში 543 აქტიური შემთხვევაა. ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 0,51%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 356
იმერეთი – 40
გურია – 29
აჭარა – 26
კახეთი – 24
ქვემო ქართლი – 18
მცხეთა-მთიანეთი – 8
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 7
შიდა ქართლი – 4
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო ქართლი – 2
სამცხე-ჯავახეთი – 1.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0