ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
შემთხვევა ციხისძირის გზაზე გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ქობულეთის ,,ევექსის'' კლინიკაში გადაიყვანეს.
დაშავებულთაგან ერთ-ერთის, 51 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 16 წლის გოგონას კი სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და იგი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0