ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორია განახლდება

© photo: Sputnik / Stringerმეტრო "ავლაბარი"
მეტრო ავლაბარი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ტერიტორია მთლიანად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისათვის.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. დედაქალაქის მერია ავლაბრის მოედნისა და მეტროს სადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა-განახლებას გეგმავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროს სადგურის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს. ასევე განახლდება ავლაბრისა და ერევნის სკვერები.

„ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო სივრცე და გზაგამყოფი კუნძულები, რაც ბუნებრივი ქვის მასალებით მოპირკეთდება. ასევე მოედანზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები, დაითესება ბალახი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის შემდეგ ეტაპზე მეტროს სადგურ „ავლაბრის“ სრული რეაბილიტაცია მოხდება. იგეგმება როგორც შიდა სადგურის, ასევე გარე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები.
მეტროს სადგური „ავლაბარი“ 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0