https://sputnik-georgia.com/20220613/uxvma-naleqma-saguramosi-kvlav-problemebi-seqmna-stiqiis-video-267426345.html
უხვმა ნალექმა საგურამოში კვლავ პრობლემები შექმნა - სტიქიის ვიდეო
უხვმა ნალექმა საგურამოში კვლავ პრობლემები შექმნა - სტიქიის ვიდეო
Sputnik საქართველო
ძლიერი წვიმის გამო ბიწმენდი-ახატანის ხეობაში წყლის დონემ აიწია, რაც სოფელ ბიწმენდის წყალმომარაგების სისტემის შეკეთებას უშლის ხელს
2022-06-13T23:07+0400
2022-06-13T23:07+0400
2022-06-14T00:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259791149_0:158:2048:1310_1920x0_80_0_0_e6d885f839b1d4bd8ce3f1dba8c1a4d2.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად საგურამოში გზა დაიტბორა.მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები გზას ნაშალი მასისგან წმენდენ. ნაშალი მიწა გზის სავალ ნაწილზე უხვი ნალექის გამო დაგროვდა. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ საგურამოს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოთარ ბიჩნიგაურმა განუცხადა.გარდა ამისა, თავსხმა წვიმის გამო ბიწმენდი-ახატანის ხეობაში წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, სტიქია ხელს უშლის წყალგაყვანილობის სისტემის შეკეთებას, რომლითაც სოფელ ბიწმენდს წყალი მიეწოდება.უამინდობამ პრობლემები შეუქმნა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ერთი კვირის წინაც.7 ივნისს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად საგურამოში მიწა ჩამოიშალა.ქვისა და ხრეშის მასა მთავარ გზაზე ჩამოწვა. დაიტბორა სახლებისა და მაღაზიების პირველი სართულები, დაზიანდა ეზოები, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა.უამინდობამ ერთი დღით უწყლოდ დატოვა როგორც საგურამოს მცხოვრებლები, ისე თბილისის მცხოვრებთა ნაწილიც. მიზეზი საგურამოს წყალსადენის სათავო ნაგებობის დატბორვა გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259791149_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_491e97988a77969e7086d64b2aa431e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წვიმა ნალექი საგურამო პრობლემები სტიქია ვიდეო
წვიმა ნალექი საგურამო პრობლემები სტიქია ვიდეო
უხვმა ნალექმა საგურამოში კვლავ პრობლემები შექმნა - სტიქიის ვიდეო
23:07 13.06.2022 (განახლებულია: 00:01 14.06.2022) ძლიერი წვიმის გამო ბიწმენდი-ახატანის ხეობაში წყლის დონემ აიწია, რაც სოფელ ბიწმენდის წყალმომარაგების სისტემის შეკეთებას უშლის ხელს.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად საგურამოში გზა დაიტბორა.
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები გზას ნაშალი მასისგან წმენდენ. ნაშალი მიწა გზის სავალ ნაწილზე უხვი ნალექის გამო დაგროვდა. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ საგურამოს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოთარ ბიჩნიგაურმა განუცხადა.
გარდა ამისა, თავსხმა წვიმის გამო ბიწმენდი-ახატანის ხეობაში წყლის დონემ მკვეთრად მოიმატა. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, სტიქია ხელს უშლის წყალგაყვანილობის სისტემის შეკეთებას, რომლითაც სოფელ ბიწმენდს წყალი მიეწოდება.
უამინდობამ პრობლემები შეუქმნა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ერთი კვირის წინაც.
7 ივნისს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად საგურამოში მიწა ჩამოიშალა.
ქვისა და ხრეშის მასა მთავარ გზაზე ჩამოწვა. დაიტბორა სახლებისა და მაღაზიების პირველი სართულები, დაზიანდა ეზოები, შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა.
უამინდობამ ერთი დღით უწყლოდ დატოვა როგორც საგურამოს მცხოვრებლები, ისე თბილისის მცხოვრებთა ნაწილიც. მიზეზი საგურამოს წყალსადენის სათავო ნაგებობის დატბორვა გახდა.