ტოკაევი სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი 17 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახური.
ყაზახეთის ლიდერი, სავარაუდოდ, ფორუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა.
„17 ივნისს კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ვლადიმირ პუტინის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს სანქტ-პეტერბურგის 25-ე საიუბილეო საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში. დაგეგმილია, რომ სახელმწიფოს მეთაური სიტყვით გამოვა SPIEF-ის პლენარულ სხდომაზე და ასევე გამართავს რიგ ორმხრივ შეხვედრებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი სანქტ-პეტერბურგში 15-18 ივნისს გაიმართება, ხოლო 19 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტი ირანში ვიზიტს გეგმავს.
პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა განაცხადა, რომ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 69 ქვეყნის დელეგაციამ გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, ფორუმს არაერთი ქვეყნის ლიდერი დაესწრება.
ყველა ახალი ამბავი
0