ეს დაუშვებელია: სახიფათო შეცდომა ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებისას

CC BY 2.0 / popofatticus / blood redსისხლდენა ცხვირიდან
სისხლდენა ცხვირიდან - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ადამიანების თითქმის 70%-ს ცხვირიდან სისხლდენა მექანიკური ტრავმისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად ეწყება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში სისხლდენა შესაძლოა სერიოზულ დაავადებებთან, პათოლოგიურ მდგომარეობებთან ან სიმსივნურ პროცესებთან იყოს დაკავშირებული, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, ცხვირიდან სისხლდენა უმეტესად საშიში არ არის, რადგან ამ დროს ძალიან ცოტა სისხლი იკარგება. მაგრამ თუ ადამიანს 10-15 წუთის შემდეგაც არ უწყდება სისხლის დენა ცხვირიდან, უკვე სასწრაფოს გამოძახებაა საჭირო, რადგან მისი შეჩერება ჩვეულებრივი და იმპროვიზებული მეთოდებით შეუძლებელია.
ცხვირიდან სისხლდენის 9 ძირითადი მიზეზი ასე გამოიყურება:
ლორწოვანი გარსის მექანიკური გაღიზიანება — ეს განსაკუთრებით ხშირია მათ შორის, ვისაც ცხვირის თითებით გასუფთავება სჩვევია;
ცხვირის სხვადასხვა ტრავმები;
ზოგი პრეპარატის გვერდითი ეფექტი;
ინფექციური დაავადებები;
ცხვირის ანატომიის დარღვევა — უპირატესად ცხვირის ძგიდის გამრუდება;
მოცულობითი წარმონაქმნები ცხვირის ღრუში;
არტერიული წნევის მკვეთრი მატება — სისხლძარღვებმა შეიძლება უბრალოდ ვერ გაუძლოს დატვირთვას და გასკდეს;
სისხლის შედედების უნარის დარღვევა — ჰემოფილია, რენდუ-ოსლერის დაავადება;
ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება.
სისხლდენა შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო (რამდენიმე წვეთი), ისე მძიმე, რა დროსაც ბევრი სისხლი იკარგება და ჯანმრთელობას (და სიცოცხლესაც კი) საფრთხე ექმნება, თუ ადამიანს დროული და ადეკვატური დახმარება არ გაეწევა.

სისხლის შეჩერება: მთავარი შეცდომა

მიზეზის მიუხედავად, ცხვირიდან სისხლდენის კუპირება მნიშვნელოვანია. მაგრამ არის ერთი ძალიან სერიოზული შეცდომა, რომელსაც რეფლექსურად ვუშვებთ: თავს უკან ვწევთ და ნესტოებში ტამპონებს ვიკეთებთ. ამის გაკეთება კი არაფრით არ შეიძლება.
თუ ცხვირიდან სისხლდენისას თავს უკან გადასწევთ, სისხლი ხორხის უკანა კედლისკენ წავა და საყლაპავში მოხვდება, შემდეგ კი კუჭში გადავა. შესაბამისად, შესაძლოა დაიწყოს გულისრევა ან ღებინებაც კი.

სისხლდენის შეჩერების ალგორითმი

თუ სისხლდენა დაგეწყოთ, დაჯექით ან დადექით და თავი წინ გადახარეთ. შეგიძლიათ კისერზე რაიმე ცივი დაიდოთ, ცხვირში კი ბამბის ტამპონი გაიკეთოთ, ან ნესტოებზე თითები მოიჭიროთ. სისხლი არ უნდა გადაყლაპოთ — ის მუდმივად უნდა გადმოაფურთხოთ.
თუ სისხლდენა არ შეჩერდება, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. ექიმები შეაფასებენ მდგომარეობას და პაციენტს, საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფოში გადაიყვანენ. იქ კი აუცილებელი გამოკვლევები და მკურნალობის კურსი დაინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0