https://sputnik-georgia.com/20220613/saxelmwifo-borjomis-7-73-procentian-wils-miirebs-267416436.html
სახელმწიფო „ბორჯომის“ 7,73%-იან წილს მიიღებს
სახელმწიფო „ბორჯომის“ 7,73%-იან წილს მიიღებს
Sputnik საქართველო
IDS Borjomi International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გახდება. 13.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-13T18:10+0400
2022-06-13T18:10+0400
2022-06-13T23:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266430748_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_61006ec17a920920a7aa859bdd0154cb.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამოსასხმელი ქარხნების მფლობელი კომპანია საქართველოს მთავრობას 7,73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც ქართულ მედიაში გავრცელდა.იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარიგება საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით გაფორმდა. ხელისუფლებამ ეს საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან განიხილა.კომპანიას აპრილში სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. საქმე ანგარიშების გაყინვამდე მივიდა.„IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა 31 მაისს უვადო გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცულების მოთხოვნებია: ორი თვის ხელფასების დარიცხვა, გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის უპირობოდ დაბრუნება, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადება.პრობლემების ფონზე 19 მაისს კომპანიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. აღინიშნა, რომ თუ მთავრობა დათანხმდებოდა წინადადებას, ქარხნებში მინერალური წყლის წარმოება სრულად განახლდებოდა.როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისათვის ორივე ქარხანა მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის მუშაობს. გაფიცულების განცხადებით, ქარხნების მუშაობა სრულად პარალიზებულია და ადგილებზე მხოლოდ დირექცია რჩება.2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.გარიგების შემდეგ IDS Borjomi International-ის აქციონერთა სია ასე გამოიყურება:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266430748_172:0:2901:2047_1920x0_80_0_0_c720451a5029347feb1a3c6a801720ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
სახელმწიფო „ბორჯომის“ 7,73%-იან წილს მიიღებს
18:10 13.06.2022 (განახლებულია: 23:52 13.06.2022) IDS Borjomi International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გახდება.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამოსასხმელი ქარხნების მფლობელი კომპანია საქართველოს მთავრობას 7,73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც ქართულ მედიაში გავრცელდა.
იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
შეთანხმების თანახმად, მაკონტროლებელ აქციონერს IDS Borjomi Georgia International-ის კონტროლის ფუნქციები უკვე აღარ ექნება. დირექტორთა საბჭოში IDS Borjomi Georgia International-ის მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა რვიდან ორამდე შემცირდება. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი გახდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარიგება საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით გაფორმდა. ხელისუფლებამ ეს საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან განიხილა.
კომპანიას აპრილში სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა ანტირუსული სანქციების გამო. საქმე ანგარიშების გაყინვამდე მივიდა.
„IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა 31 მაისს უვადო გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცულების მოთხოვნებია: ორი თვის ხელფასების დარიცხვა, გათავისუფლებული 50-მდე ადამიანის უპირობოდ დაბრუნება, უვადო შრომითი ხელშეკრულებების დადება.
პრობლემების ფონზე 19 მაისს კომპანიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. აღინიშნა, რომ თუ მთავრობა დათანხმდებოდა წინადადებას, ქარხნებში მინერალური წყლის წარმოება სრულად განახლდებოდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისათვის ორივე ქარხანა მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის მუშაობს. გაფიცულების განცხადებით, ქარხნების მუშაობა სრულად პარალიზებულია და ადგილებზე მხოლოდ დირექცია რჩება.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
გარიგების შემდეგ IDS Borjomi International-ის აქციონერთა სია ასე გამოიყურება:
Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი) - 49,99%
Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38,48%
საქართველოს სახელმწიფო - 7,73%
„ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3,79%