https://sputnik-georgia.com/20220613/saqartvelos-premieri-xelisufleba-ar-dausvebs-provokaciebs-20-ivnisis-aqciaze-267424454.html
საქართველოს პრემიერი: ხელისუფლება არ დაუშვებს პროვოკაციებს 20 ივნისის აქციაზე
საქართველოს პრემიერი: ხელისუფლება არ დაუშვებს პროვოკაციებს 20 ივნისის აქციაზე
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია თბილისში დესტრუქციულმა ძალებმა დანიშნეს, დარწმუნებულია პრემიერი
2022-06-13T20:59+0400
2022-06-13T20:59+0400
2022-06-13T23:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261469555_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_190b1a24d0b3727b97916b416c88b627.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა არ დაუშვებს უკანონობას და პროვოკაციებს აქციაზე, რომელიც თბილისის ცენტრში 20 ივნისსაა დანიშნული.მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისს გეგმავს აქცია-მსვლელობას სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“. მონაწილეები აპირებენ ევროპას აჩვენონ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია – საქართველოს ისტორიული არჩევანია.პრემიერის სიტყვებით, აქციას ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნით მართავენ ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.როგორც პრემიერმა აღნიშნა, დესტრუქციულ ძალებს, „საქართველოს მტრებს“ არ გამოუვიდათ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, საქართველოს ომში ჩათრევა და არც ამჯერად, 20 ივნისს გამოუვათ რამე.სამი წლის წინ, 20 ივნისს ანტირუსული მიტინგი პარლამენტის შენობასთან არეულობაში გადაიზარდა და მანიფესტანტების სასტიკი დარბევით დასრულდა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261469555_55:0:1280:919_1920x0_80_0_0_bab65138071646087d4b12046ee594ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლება პროვოკაციები 20 ივნისი აქცია შინ ევროპისკენ
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლება პროვოკაციები 20 ივნისი აქცია შინ ევროპისკენ
საქართველოს პრემიერი: ხელისუფლება არ დაუშვებს პროვოკაციებს 20 ივნისის აქციაზე
20:59 13.06.2022 (განახლებულია: 23:14 13.06.2022) საპროტესტო აქცია თბილისში დესტრუქციულმა ძალებმა დანიშნეს, დარწმუნებულია პრემიერი.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა არ დაუშვებს უკანონობას და პროვოკაციებს აქციაზე, რომელიც თბილისის ცენტრში 20 ივნისსაა დანიშნული.
მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისს გეგმავს აქცია-მსვლელობას სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“. მონაწილეები აპირებენ ევროპას აჩვენონ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია – საქართველოს ისტორიული არჩევანია.
„მინდა ყველა გავაფრთხილო: ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას. ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა კანონით მონიჭებული უფლებითა და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის სიტყვებით, აქციას ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნით მართავენ ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მიენიჭებინათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დესტრუქციულ ძალებს, „საქართველოს მტრებს“ არ გამოუვიდათ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, საქართველოს ომში ჩათრევა და არც ამჯერად, 20 ივნისს გამოუვათ რამე.
სამი წლის წინ, 20 ივნისს ანტირუსული მიტინგი პარლამენტის შენობასთან არეულობაში გადაიზარდა და მანიფესტანტების სასტიკი დარბევით დასრულდა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.