საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გადადო

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში
„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის საპარლამენტო არჩევნებისას გამსვლელი ბარიერი 5%-ის ნაცვლად 2% იქნება.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ორი თვით გადადო.
გადაწყვეტილება მიიღეს ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მიმართვის საფუძველზე.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 2021 წლის ივნისში 91 დეპუტატის მიერაა ინიცირებული. გასული წლის სექტემბერში ის ერთხმად მიიღეს პირველი მოსმენით, რის შემდეგაც განხილვის პროცესი შეჩერდა.
ცვლილებების პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის საპარლამენტო არჩევნების დროს გამსვლელი ბარიერი იქნება 2%, ნაცვლად 5%-ისა, როგორც ამას მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. ამასთან, შენარჩუნდება სრულად პროპორციული არჩევნების პრინციპი.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს ფრაქციებში დეპუტატების რაოდენობის კუთხით. თუ მოქმედი რედაქციით ფრაქციების შესაქმნელად აუცილებელია შვიდი დეპუტატი, პროექტით საკმარისი იქნება ოთხი დეპუტატი.
პირველივე მოსმენაზე ცვლილებების პროექტი კენჭისყრაზე გაიტანეს იმ პუნქტის გარეშე, რომელიც ითვალისწინებდა გენერალური პროკურორის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ის თანხმობით. გენერალური პროკურორის არჩევის წესები დისკუსიის საგნად რჩება.
ყველა ახალი ამბავი
0