რით შეიძლება დაკავდეს ბავშვი - ათი საზაფხულო ბანაკი საქართველოში

© Ministry of Education, Science, Culture and Sportsბავშვები საზაფხულო ბანაკში
ბავშვები საზაფხულო ბანაკში - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიამ გადაიარა, კარანტინი მოხსნილია. სწორედ ის დროა, მშობლებმა ბავშვის საზაფხულო ბანაკში გაგზავნაზე იფიქრონ.
ლაშქრობები, საღამოები კოცონთან, საკუთარი თავის ძიება, მომავალი ლიდერების კურსები თუ რობოტექნიკის გაკვეთილები. სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების ბავშვებისთვის რამდენიმე ვარიანტი შევარჩიეთ.
სკოლა „პროექტორი“
ასაკი: 6-დან 12 წლამდე
ადგილი - თბილისი
ღირებულება - 450-500 ლარი (5 დღე, 10:00-დან 17:00 სთ-მდე)
თბილისის კერძო რუსულენოვანი სკოლა ბავშვებს სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს – ფოკუსები, კინო, ლიტერატურა, ტურისტული მომზადება, თბილისის გაცნობა. პირველი კურსი 20 ივნისს დაიწყება. ჩაწერა უკვე შესაძლებელია.
საზაფხულო ბანაკი Smart – UCMAS-ის მენტალური არითმეტიკის ცენტრის პოგრამა
ასაკი - 4-დან 14 წლამდე
ადგილი - თბილისი
ღირებულება - 200 ლარი ერთი კვირა (5 დღე, 10:00-დან 17:00 სთ-მდე)
პროგრამა შექმნილია UCMAS-ის მეთოდით (ბავშვების ინტელექტუალური უნარების კომპლექსური განვითარების მეთოდიკა). მენტალური არითმეტიკის გარდა, კურსები მოიცავს შემდეგ საგნებს: მინი-ინჟინერია, რობოტიკის პროგრამა, ხელოვნება და ემოციური ინტელექტი. ბანაკი მუშაობას ივლისში დაიწყებს.
კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია Thinking Academy-ს საზაფხულო ბანაკი
ასაკი - 9-დან 16 წლამდე
ადგილი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ცემი
ღირებულება - 1.280 ლარი (7 დღე)
ერთი კვირის განმავლობაში ბავშვები იცხოვრებენ კურორტ ცემის სასტუმრო კომპლექსში. Thinking Academy ბავშვებს ჰპირდება ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოს, შემეცნებით, საგანმანათლებლო ტრენინგებს და სპორტულ, ხალისიან გასართობ ღონისძიებებს. პირველი ნაკადი 27 ივნისიდან 3 ივლისამდეა დაგეგმილი.
Orange Popsicle Camp – „ფორთოხლის ნაყინის ბანაკი“
ასაკი - 11-დან 17 წლამდე
ადგილი - დაბა ურეკი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ღირებულება - 895 ლარი ერთი კვირა
გლობალური საგანმანათლებლო ქსელ CISV-ს ადგილობრივი ოფისი ამ პროგრამას „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან“ და EMT ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს. გარდა შემეცნებითი-გასართობი ღონისძიებებისა, ბავშვები რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო სასწავლო პროგრამების სესიებში. თემები იქნება: ადამიანის უფლებები, მდგრადი განვითარება, კონფლიქტების მართვა და მრავალფეროვნება.
Orange Popsicle Camp გაგრძელდება17-დან 23 ივნისამდე.
ალექსანდრე ღურცკაიას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო გიმნაზიის (Gurtskaya Gymnazium-GG საზაფხულო ბანაკი
ასაკი - 6-დან 10 წლამდე
ადგილი - ზუგდიდი
ღირებულება - 160 ლარი ერთი კვირა, 640 ლარი ერთი თვე (ორშაბათი-შაბათი, 09:00-დან 18:00 სთ-მდე)
საზაფხულო პროგრამა გათვლილია დამოუკიდებელი და პიროვნული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. პროგრამით გათვალისწინებულია შემეცნებითი აქტივობები, სპორტული თამაშები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, კინოსეანსები, კონკურსები, კონცერტები, ინტელექტუალური და გასართობი შოუები, ცეკვისა და მუსიკის გაკვეთილები და სხვ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ივნისი. ბანაკი 18 ივნისს გაიხსნება.
ინგლისურენოვანი საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი KinderLab
ასაკი - 7-დან 14 წლამდე
ადგილი - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი ცემი
ღირებულება - 1000 ლარი (10 დღე)
KinderLab მონაწილეებს ეპატიჟება სასტუმრო კომპლექსში სამთო-სათხილამურო კურორტზე. ბანაკი ითვალისწინებს შემეცნებით, სასწავლო, სპორტულ და საგანმანათლებლო პროგრამებს. ბავშვები დიდ დროს გაატარებენ სუფთა ჰაერზე, ისწავლიან, ითამაშებენ. რეგისტრაცია მიმდინარეობს სამ ნაკადზე: 1–11 ივლისი, 12–22 ივლისი, 23 ივლისი–2 აგვისტო.
ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი „მე - ლიდერი“
ასაკი - 13-დან 18 წლამდე
ადგილი - ბაკურიანი
ღირებულება - 380 ლარი სამი დღე
მოზარდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა მოამზადა ორგანიზაციამ „ნაბიჯი წარმატებისკენ“ (Step Toward Success). ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების კურსი ლიდერობის თემაზე ჩატარდება 22-25 ივლისს. მონაწილეებს სთავაზობენ სასტუმროში განთავსებას, გემრიელ კერძებს, უსაფრთხო გარემოს. რეგისტრაცია გაგრძელდება15 ივნისის 18:00 საათამდე.
საზაფხულო ბანაკი Green Camp
ასაკი - 7-დან 16 წლამდე
ადგილი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუნისი
ღირებულება - 790-1090 ლარი (8 ან 11 დღე)
საზაფხულო ბანაკი გათვალისწინებულია ლაშქრობებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. მოეწყობა ლაშქრობები, თავშესაფრების მშენებლობა, კოცონზე კერძების მომზადება და სხვ. დაგეგმილია ექვსი ნაკადი. პირველ ნაკადს მიიღებენ 20-27 ივნისს.
საზაფხულო ბანაკი „კომპასი“
ასაკი - 7-დან 14 წლამდე
ადგილი - ბაკურიანი
ღირებულება - 850 ლარი 10 დღე
„კომპასი“ პრიორიტეტად ასახელებს ბავშვების ჩვევების განვითარებას თამაშით. ორგანიზატორები სტუმრებს ჰპირდებიან, რომ გამოცდილი პედაგოგები იზრუნებენ მონაწილეთა უსაფრთხოებაზე და გაითვალისწინებენ მათ ინტერესებს. დღის განმავლობაში ბავშვები დაკავებული იქნებიან ხატვით, სამაგიდო თამაშებით, იოგათი, გარე აქტივობებით, კულინარიით, მოეწყობა პიკნიკები და სხვ.
საზაფხულო ბანაკი „კლასობანა“
ასაკი - 9-დან 14 წლამდე
ადგილი - ბაკურიანი
ღირებულება - 1300 ლარი 10 დღე
„კლასობანა“ არის არაფორმალური განათლებისა და განვითარების კლუბი, რომელიც ტრადიციულად ზაფხულობით აწყობს ბანაკს ბაკურიანში. ბავშვები ისწავლიან ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტაციას და დამოუკიდებლობას. პროგრამა შედგება რამდენიმე მოდულისგან. ფიზიკური აქტივობის გარდა, ესაა შემეცნებითი საქმიანობაც და ემოციური ინტელექტის მოდული. ბანაკი 10-დან 19 ივლისამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0