არ გადაყაროთ ნივრის ჩენჩო: უნიკალური თვისებები და გამოყენების გზები

  - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვინც ნივრის ჩენჩოსა და ყუნწებს ნაგავში ყრის, სპეციალისტები გირჩევენ, ამიერიდან კარგად დაფიქრდეთ, სანამ ამას გააკეთებთ.
ირკვევა, რომ თავად ნივრის გარდა, რომელიც ნომერ პირველი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, მისი ჩენჩოც ასევე წარმოუდგენლად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ნიორი, როგორც ნედლი, ისე მოშუშული, ეფექტური ანტიინფექციური საშუალებაა, მას, როგორც წესი, გაფცქვილს მიირთმევენ და ასევე გაფცქვნილ-გასუფთავებულს იყენებენ კერძებშიც. თუმცა მისი შიდა ყუნწი და ჩენჩო არანაკლებ სასარგებლო ყოფილა.

ნივრის ჩენჩოს სასარგებლო თვისებები

ექსპერტების თქმით, ნივრის ჩენჩო, სულ მცირე, ექვს განსხვავებულ ანტიოქსიდანტს შეიცავს, უპირველესად კი ანთების საწინააღმდეგო ფენილპროპანოიდებს — ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს გულს და ებრძვის დაბერების პროცესს.
ნიორი, სალა და არაყი  - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
ვის ეკრძალება ნიორი: ექიმი ასახელებს კატეგორიებს
გარდა ამისა, მასში დიდი რაოდენობით შედის კვერცეტინი, რომელიც ადამიანს დაბერების, ნაოჭების, ანთებისა და თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, ხელს უწყობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
არსებობს ნივრის ჩენჩოს გამოყენების რამდენიმე გზა.
თქვენ შეგიძლიათ:
დააყენოთ ჩაი და სვათ ის,
მცირე რაოდენობით ჩაამატოთ მცენარეულ ჩაიში,
წვნიან კერძებში ჩაამატოთ ნივრის ჩენჩოს გადაწურული ნახარში,
გააშროთ ჩენჩო და ფხვნილის სახით გამოიყენოთ.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
ყველა ახალი ამბავი
0