მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მისალოცი წერილი ფხენიანიდან: კიმ ჩენ ინი რუსეთს „სამხედრო ოპერაციაში“ მხარდაჭერას უცხადებს

© photo: Sputnik / Vladimir Melnikov  / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტს მისალოცი წერილი გაუგზავნა რუსეთის დღესთან დაკავშირებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Yonhap კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით.

„თქვენი ხელმძღვანელობით რუსი ხალხი, გაბედულად ლახავს რა გამოწვევებსა და სირთულეებს, დიდ წარმატებებს აღწევს სამართლიანი საქმის კეთებაში ქვეყნის ღირსების, უსაფრთხოებისა და განვითარების უფლებების დასაცავად, რასაც ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერას უცხადებს“, — ნათქვამია წერილში.

კიმ ჩენ ინის თქმით, ის აფასებს რუსი და კორეელი ხალხების „მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ხანგრძლივ ისტორიას და ტრადიციას“, და აპირებს „გააფართოვოს და განავითაროს ისინი ახალი ეპოქის კარნახისა და ორი ქვეყნის მისწრაფებების შესაბამისად“.
წერილის ბოლოში კიმ ჩენ ინი პუტინს ჯანმრთელობას, რუს ხალხს კი კეთილდღეობას უსურვებს.
ფხენიანმა ცოტა ხნის წინ უკვე დაადასტურა რუსეთის მხარდაჭერა, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მზარდი კრიტიკისა უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციასთან“ დაკავშირებით. კიმ ჩენ ინი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობები კვლავაც განმტკიცდება „საერთაშორისო სამართლიანობისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
წყარო: Yonhap
ყველა ახალი ამბავი
0