https://sputnik-georgia.com/20220613/kaladze-13-ivnisi-umzimesi-iyo-chveni-qalaqistvis-267416041.html
კალაძე: 13 ივნისის ღამე უმძიმესი იყო ჩვენი ქალაქისთვის
კალაძე: 13 ივნისის ღამე უმძიმესი იყო ჩვენი ქალაქისთვის
Sputnik საქართველო
დღეს ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ ბეგის ქანდაკება გაიხსნა. 13.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-13T17:52+0400
2022-06-13T17:52+0400
2022-06-13T22:18+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397648_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_a6b5076f11d2782fd78f51164798e56e.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 13 ივნისის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.2015 წლის 13 ივნისს თბილისში, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა.2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.ზარალმა დაახლოებით 90 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397648_260:0:1220:720_1920x0_80_0_0_4a6c306dd9e181680f0cc76ff0d330b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: 13 ივნისის ღამე უმძიმესი იყო ჩვენი ქალაქისთვის
17:52 13.06.2022 (განახლებულია: 22:18 13.06.2022) დღეს ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ ბეგის ქანდაკება გაიხსნა.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 13 ივნისის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
2015 წლის 13 ივნისს თბილისში, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა.
„13 ივნისის ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. ღამე, რომელიც უმძიმესი იყო ჩვენი ქალაქისთვის და კიდევ უფრო მძიმე იყო დილა, რომელიც გათენდა. ახლაც კი მიჭირს სიტყვებით გადმოცემა და საუბარი იმ დილაზე, თუ რა ხდებოდა დედაქალაქში. თუმცა, გამოჩნდა ახალგაზრდების დიდი ჯგუფი. არ მახსოვს ასეთი სოლიდარობა და ერთსულოვნება, რამაც უდიდესი შედეგი გამოიღო. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდნენ. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.
ზარალმა დაახლოებით 90 მლნ დოლარი შეადგინა.