შვიდი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ - ფსიქოლოგი გირჩევთ

© Pexels / SHVETS productionვიზიტი ფსიქოლოგთან
ვიზიტი ფსიქოლოგთან  - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. არსებობს შვიდი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება, რომლებიც ადამიანმა უბრალოდ უნდა გაითავისოს და მიიღოს, აცხადებენ ფსიქოლოგები.

„დიახ, მტკივნეულია, დიახ, ძნელია ამ ყველაფრის გათავისება, მაგრამ თუ გინდათ ბედნიერად იცხოვროთ, უბრალოდ მიიღეთ ისინი აქ და ახლა“, — ასეთია სპეციალისტების დაჟინებული რეკომენდაცია.

მთელი საქმე ისაა, რომ, ფსიქოლოგების თქმით, ზოგჯერ ამ სასტიკ და შეურაცხმყოფელ ჭეშმარიტებებს შეუძლია თქვენი ცხოვრება ისე სწრაფად გააუმჯობესოს, რომ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწროთ. რაც მთავარია, ეს ჭეშმარიტებები დაგეხმარებათ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

შვიდი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება

1. რეალობა არის ის, რისიც გჯერათ — რასაც უნდა აკეთებდეთ და ამბობდეთ, ყველაფერს ერთი რამ განსაზღვრავს: რისიც გჯერათ. თუ ყველაფერ პოზიტიურის გჯერათ, მაშინ თქვენი ცხოვრებაც ასეთივე იქნება — ნათელი, კეთილი და შთამაგონებელი. ხოლო თუ სამყაროს ნეგატივის თვალით უყურებთ, მაშინ ყველაფერი, რაც ხდება, ასეთივე ნეგატიური იქნება.
2. თქვენთან აბსოლუტურად არავინაა ვალში — არც პარტნიორი, არც შვილები, არც მშობლები, რომლებზეც „ამდენი გიზრუნიათ, ღამეები გითენებიათ, თავად მოგიკლიათ და მათთვის მიგიციათ“, არ არიან თქვენთან ვალში. ეს არის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მწარე და ურყევი ჭეშმარიტება, და რაც უფრო მალე მიიღებთ ამ ფაქტს, მით უკეთესი თქვენთვის. ამიტომ ჩაიწერეთ ეს სიტყვები და ხშირად დახედეთ.
საქმე ისაა, რომ სწორედ იმ მომენტში, როცა გადაწყვეტ, რომ უფლება გაქვს ვინმესგან რამე მოითხოვო, დგები მარადიული იმედგაცრუებების მოლიპულ გზაზე. თითოეული ადამიანი იმისთვის დაიბადა, რომ თავისი ცხოვრებით იცხოვროს და არა თქვენით. არავინ არ არის ვალდებული, უანგაროდ შემოგწიროთ თავი ან დაგეხმაროთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა გაგიკეთებიათ წარსულში მათთვის. თუ გამუდმებით იფიქრებთ, რომ დახმარებასა და შესაბამის დამოკიდებულებას იმსახურებთ, თქვენს ყურადღებას დაუსხლტება მართლაც მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც მთელ ჩვენს ცხოვრებას განაპირობებს.
3. ყველა ადამიანი ძალიან განსხვავებულია — მსოფლიოში არ არსებობენ აბსოლუტურად იდენტური ადამიანები. ამიტომ პატივი უნდა სცეთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალობას.
ამ იდეის მიღება ადვილი არ არის, მით უმეტეს, თუ თქვენი „ნახევრის“, „სულიერი მეგობრის“ პოვნა გსურთ. მაგრამ თუ საკუთარი ცხოვრების შეცვლა გინდათ, უნდა გაითავისოთ ეს აქსიომა. ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სხვებისთვის თქვენი რწმენისა და იდეების თავს მოხვევას შეწყვეტთ. გახსოვდეთ: არც აბსოლუტურად სწორი გზა ან იდეა არსებობს და არც აბსოლუტურად ყალბი და მცდარი.
4. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია გაგაბედნიეროთ, თავად ხართ — ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. არავინ უარყოფს იღბლის ან ბედის ფაქტორს, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. თუ ლატარიაში რამეს მოიგებთ, არ უნდა ჩათვალოთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე გაგიმართლებთ.
იმისათვის, რომ იყო ბედნიერი, არ არის საჭირო იყო მდიდარი ან სამეფო დინასტიის მემკვიდრე. რამდენიც გინდათ, იმდენი უბედური „ზის ფულის ტომრებზე“, მაგრამ მაინც მარტოა და იტანჯება.
გესმით? თუ გინდა(!) იყო ბედნიერი, ხელს ვერაფერი შეგიშლით. თუ არა, ვერავინ დაგეხმარებათ.
5. გსურთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება? ადექი და შეცვალე — დაანებეთ თავი ყველაზე მავნე ჩვევას, რომელიც ბევრ ჩვენგანს ახასიათებს. ეს გამუდმებული წუწუნი და აუხდენელ ოცნებებზე გლოვაა. თუ გსურთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, დაიწყეთ რაიმეს გაკეთება ამისთვის — უყოყმანოდ, უშიშრად და მერყეობის გარეშე. ამას თქვენ მაგივრად არავინ გააკეთებს. ვერავინ გადაწერს თქვენი ცხოვრების წიგნს. კალამი თქვენსავე ხელშია...
6. შეწყვიტე საკუთარი თავის შეცოდება — თუ თავს საცოდავ, წარუმატებელ ადამიანად გრძნობთ, სხვებიც ასევე იფიქრებენ. საკუთარი თავის შეცოდება ყველაზე მტკივნეული და სულელური წამებაა. როგორც არ უნდა გამწარდეთ რამის გამო, ნუ დაადანაშაულებთ ამაში საკუთარ თავსა და გარემოებებს. უპირველეს ყოვლისა, შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და სასიკეთო ცვლილებები თავისით მოვა. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
7. ან ახლა, ან არასდროს — ისწავლეთ ცხოვრება აქ და ახლა. მჭიდროდ და სამუდამოდ ჩარაზეთ გუშინდელი დღის დარაბები. შეწყვიტეთ საკუთარი თავის წამება წარსულ შეცდომებსა და წარუმატებლობებზე ფიქრით. მთელ მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, ვისთვისაც ამას რაიმე სარგებელი მოუტანია. აი ნერვული და სომატური აშლილობების მაგალითები კი მილიონობითაა.
მომენტი დადგა! დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი. თუ გსურთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, დაიწყეთ ეს ახლავე. არ გაუშვათ ხელიდან დღევანდელი დღე. ხვალ შეიძლება გვიანი იყოს!..
ყველა ახალი ამბავი
0