„ჩრდილოეთ მაკედონია აუცილებლად უნდა დავამარცხოთ" - კვარაცხელია

© AFP 2024 / KIRILL KUDRYAVTSEVხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრები შემოდგომაზე ორ გადამწყვეტ მატჩს გამართავს.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სექტემბრის მოლოდინში არიან, რათა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი საკუთარ მოედანზე, „დინამო არენაზე“ დაამარცხონ, განაცხადა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბულგარეთთან გამართული მატჩის შემდეგ.
12 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრების დამარცხება ვერ შეძლო. უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები 10 ქულით C4 ჯგუფში დამაჯერებლად ლიდერობს. მაკედონელები შვიდი ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე არიან.
„არა უშავს, ველოდებით სექტემბერს და ჩრდილოეთ მაკედონიას სახლშიც აუცილებლად უნდა მოვუგოთ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
© Courtesy of Georgian Football Federation საქართველოს ფეხბურთის ნაკრები
Сборная Грузии vs. Сборная Болгарии. Матч четвертого тура Лиги наций УЕФА - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები
ფეხბურთელმა ქომაგობისთვის მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებს, რომლებმაც გუშინ „დინამო არენა“ მთლიანად შეავსეს.
„მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭრა – ამდენი ხალხი ძალიან მაგარი ატმოსფეროა. დასანანია, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქართველოს ნაკრებმა საგოლე მომენტების რეალიზება ვერ შეძლო, რადგან მეტოქემ 90 წუთი დაცვიდან ითამაშა.
რაც შეეხება დატვირთულ განრიგს და ქართველ ფეხბურთელთა მიერ ათ დღეში ჩატარებულ ოთხ მატჩს, 21 წლის კვარაცხელიას მიაჩნია, რომ ფეხბურთელებმა ასეთ დატვირთვას უნდა გაუძლონ.
„რა თქმა უნდა, ასეთი გრაფიკით თამაში რთულია, მაგრამ ფეხბურთელი იმიტომ ხარ, რომ მსგავს დატვირთვებს გაუძლო“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.
შემოდგომაზე საქართველოს ნაკრები ორ გადამწყვეტ მატჩს გამართავს გიბრალტარისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებთან. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში 23 სექტემბერს ჩამოვა, ხოლო 26 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები გიბრალტართან გასვლაზე ითამაშებენ.
ყველა ახალი ამბავი
0