630 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადაეცემა

© Internally Displaced Persons, Eco-Migrants and Livelihood Agencyახლადაშენებული კორპუსი დევნილებისთვის
ახლადაშენებული კორპუსი დევნილებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 27 ათასზე მეტი დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები, ასევე მიწის ნაკვეთები გადაეცემა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 286,8 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, 90,6 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

„დევნილებს ბინები და მიწის ნაკვეთები გადაეცემათ რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, გარდაბანში, გორში, ზუგდიდში, ქარელში, მცხეთაში, ხონში, აბაშაში, ხობში, ხაშურსა და ზესტაფონში. ჯამში არის 630 დევნილი ოჯახი, რომელთაც დაუკანონდებათ სახელმწიფო ქონება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მომდევნო სამ წელიწადში საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 13 ათასი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 27 ათასზე მეტი დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა.
ყველა ახალი ამბავი
0