ქართველმა დევგმირმა 47-ტონიანი ცისტერნა კბილებით გასწია - ვიდეო

გამოწერა
ბათუმში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. საქართველოს უძლიერესი მამაკაცებისა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის წევრმა ბაგრატ ჟღენტმა ფიქსირებულ მანძილზე კბილებით გასწია 47 ტონა საერთო წონის მატარებლის ორი ვაგონი-ცისტერნა.
სხვათა შორის, ეს ბაგრატ ჟღენტის პირველი მსოფლიო მიღწევა არ არის. ამით ქართველმა ძალოსანმა საკუთარი წინა რეკორდი გააუმჯობესა 7 ტონით. სპორტსმენის თქმით, მომავალში ის გეგმავს ახალი რეკორდების დამყარებას, მათ შორის გემისა და თვითმფრინავის გადაადგილებას.
ყველა ახალი ამბავი
0