„მზიურში“ თბილისის სიმბოლო ბეგის ქანდაკება დაუდგეს - ვიდეო

გამოწერა
თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“, 13 ივნისის სიმბოლოს, ბეჰემოთ ბეგის ქანდაკება გაიხსნა.
ბეგი (ბეგლარი) – ის ბეჰემოთია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიას გადაურჩა და ტრაგედიიდან მეორე დღეს გმირთა მოედანზე სეირნობდა.
ქანდაკება ერეკლე წულაძეს ეკუთვნის, რომელმაც 2019 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
ბეგის ძეგლი უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, გარე სივრცესა თუ ინტერიერში მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად განთავსდა.
ყველა ახალი ამბავი
0