საქართველოს პირველმა პირებმა ქვეყანაში მცხოვრებ ეზიდებს ტაძრის გახსნის დღე მიულოცეს

© photo: Sputnik / Stringerქორწილი
ქორწილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
გამოწერა
ტაძრის დაარსება ქართველებსა და ეზიდებს შორის დიდი ტოლერანტობის თვალსაჩინო მაგალითია, დაწერა პრემიერმა
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის“ (Ziarat Yazidi)გახსნის დღეს ულოცავს.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ტაძრის დაარსება ქართული ტოლერანტული ბუნებისა და ეზიდებისადმი უდიდესი პატივისცემის მკაფიო დასტურია, რასაც 2015 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა შეუწყო ხელი.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ასევე საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსების 10 წლის იუბილეა.
„ქართველები და ეზიდები ერთად აშენებენ ქვეყნის მომავალს და ერთად ზრუნავენ მის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, რაც უაღრესად დასაფასებელია“, - აღნიშნა პრემიერმა.
ეზიდთა თემს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა.
„ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს რეგიონული მნიშვნელობის ტაძრის, „ზიარატა ეზიდის" - თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს და ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობა. ჩვენი ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრე და მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო 2011 დაარსდა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არის რეგისტრირებული. ჯერჯერობით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეზიდთა რელიგია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არის რეგისტრირებული.
საბჭო ახორციელებს რელიგიურ, სასულიერო-განმანათლებელ და კულტურულ საქმიანობას.
ყველა ახალი ამბავი
0