https://sputnik-georgia.com/20220612/saqartvelo-bulgareti-matci-fred-dasrulda-267383642.html
საქართველო-ბულგარეთი: მატჩი ფრედ დასრულდა
საქართველო-ბულგარეთი: მატჩი ფრედ დასრულდა
Sputnik საქართველო
ბულგარელები მთელი მატჩის განმავლობაში ძირითადად თავდაცვაზე იყვნენ ორიენტირებული და ეს გამოუვიდათ კიდეც.
2022-06-12T22:09+0400
2022-06-12T22:09+0400
2022-06-12T22:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
ბულგარეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260250969_0:27:1654:957_1920x0_80_0_0_e95ef8c37a52ae42ffee3ce4a1489bb2.jpg
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. უეფას ერთა ლიგის 2022/2023 სეზონის მეოთხე ტურის მატჩი „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ბულგარეთს შორის ფრედ დასრულდა - 0:0.ბულგარელები მთელი მატჩის განმავლობაში ძირითადად თავდაცვაზე იყვნენ ორიენტირებული და ეს გამოუვიდათ კიდეც.მატჩის მე-8 წუთზე სტადიონზე მაყურებელმა აპლოდისმენტებით გაამხნევა „ბოტევის“ და ბულგარეთის ნაკრების მე-8 ნომერი, ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი, რომელიც ავარიაში მიღებული ტრავმის გამო ინგოროყვას საავადმყოფოში რჩება.ბულგარეთის ნაკრების ჩამოსვლა თბილისში ავარიით დაიწყო - ორი ავტობუსი, რომლებსაც მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს გვირაბში შეეჯახა. ნახევარმცველმა ტოდორ ნედელევმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის რეაბილიტაციას სამი თვე დასჭირდება.ჯგუფის მეორე მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 დაამარცხა. გამარჯვებულების გუნდში ბოიან მიოვსკიმ (14-ე და მე-16 წუთები) დუბლი შეასრულა, თითო გოლი ენის ბარდიმ (4) და დარკო ჩურლინოვმა (31) გაიტანეს.საქართველოს ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფურ სატურნირო ცხრილში 10 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ მაკედონია (7 ქულა), შემდეგ მოდის ბულგარეთი (3) და გიბრალტარი (1).ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს საქართველოს ნაკრები სექტემბერში გამართავს.
საქართველო
ბულგარეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260250969_0:74:1023:841_1920x0_80_0_0_60a823a5ac222861a0d308b449a80110.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ბულგარეთი მატჩი ფრე
საქართველო ბულგარეთი მატჩი ფრე
საქართველო-ბულგარეთი: მატჩი ფრედ დასრულდა
22:09 12.06.2022 (განახლებულია: 22:33 12.06.2022) ბულგარელები მთელი მატჩის განმავლობაში ძირითადად თავდაცვაზე იყვნენ ორიენტირებული და ეს გამოუვიდათ კიდეც.
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. უეფას ერთა ლიგის 2022/2023 სეზონის მეოთხე ტურის მატჩი „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ბულგარეთს შორის ფრედ დასრულდა - 0:0.
ბულგარელები მთელი მატჩის განმავლობაში ძირითადად თავდაცვაზე იყვნენ ორიენტირებული და ეს გამოუვიდათ კიდეც.
მატჩის მე-8 წუთზე სტადიონზე მაყურებელმა აპლოდისმენტებით გაამხნევა „ბოტევის“ და ბულგარეთის ნაკრების მე-8 ნომერი, ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი, რომელიც ავარიაში მიღებული ტრავმის გამო ინგოროყვას საავადმყოფოში რჩება.
ბულგარეთის ნაკრების ჩამოსვლა თბილისში ავარიით დაიწყო - ორი ავტობუსი, რომლებსაც მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს გვირაბში შეეჯახა. ნახევარმცველმა ტოდორ ნედელევმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის რეაბილიტაციას სამი თვე დასჭირდება.
ჯგუფის მეორე მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 დაამარცხა. გამარჯვებულების გუნდში ბოიან მიოვსკიმ (14-ე და მე-16 წუთები) დუბლი შეასრულა, თითო გოლი ენის ბარდიმ (4) და დარკო ჩურლინოვმა (31) გაიტანეს.
საქართველოს ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფურ სატურნირო ცხრილში 10 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ მაკედონია (7 ქულა), შემდეგ მოდის ბულგარეთი (3) და გიბრალტარი (1).
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს საქართველოს ნაკრები სექტემბერში გამართავს.