საქართველო-ბულგარეთი: ერთა ლიგის მატჩი თბილისში განსაკუთრებული აჟიოტაჟის ფონზე გაიმართება

© courtesy of Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბუღელთა ნაკრები
საქართველოს ფეხბუღელთა ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
გამოწერა
მატჩზე დასასწრები ბილეთები ერთი კვირის წინ მთლიანად გაიყიდა. „დინამო არენას“ ტრიბუნები, რომლებიც 54 ათას მაყურებელს იტევს, მთლიანად გაივსება.
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ფეხბურთში საქართველოს და ბულგარეთს შორის დღეს თბილისში, „დინამო არენას“ სტადიონზე გაიმართება, იუწყება Новости-Грузия.
ბულგარეთის ნაკრების ჩამოსვლა თბილისში ავარიით დაიწყო - ორი ავტობუსი, რომლებსაც მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს გვირაბში შეეჯახა. ნახევარმცველმა ტოდორ ნედელევმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მის რეაბილიტაციას სამი თვე დასჭირდება.
მომხდარის მიუხედავად, თამაში მაინც შედგება.
მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას „პირველი არხი“ წაიყვანს.
მატჩის მე-8 წუთზე სტადიონზე მაყურებელი აპლოდისმენტებით გაამხნევებს „ბოტევის“ და ბულგარეთის ნაკრების მე-8 ნომერს, ტოდორ ნედელევს, რომელიც ინგოროყვას საავადმყოფოში რჩება.

მატჩზე დასასწრები ბილეთები ერთი კვირის წინ მთლიანად გაიყიდა. „დინამო არენას“ ტრიბუნები, რომლებიც 54 ათას მაყურებელს იტევს, მთლიანად გაივსება.

ქართველი ქომაგები კარგ განწყობაზე არიან: გუნდი ერთი მეორის მიყოლებით გამარჯვებებს დამაჯერებლად იფორმებს და ერთა ლიგის თავის ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.
სამი ტურის შედეგებით საქართველო სამი მოგებით და 9 ქულით ლიდერობს. ბულგარელებს მხოლოდ 2 ქულა აქვთ.
პირველ სამ ტურში ქართველებმა მეტოქეებს გამანადგურებელი ანგარიშებით მოუგეს: გიბრალტარი (4:0), ბულგარეთი (5:2) და ჩრდილოეთ მაკედონია (3:0).
ბულგარელებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ სამ ტურში არცერთი მოგება არ აქვთ. ქართველებთან წაგების გარდა, ფრედ დაასრულეს შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან (1:1) და გიბრალტართან (1:1).
საქართველომ ბოლო რვა შეხვედრაში შვიდჯერ მოიგო
საქართველომ ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა
ბულგარეთის მოუგებელი სერია შვიდ თამაშს ითვლის (ოთხი მარცხი და სამი ფრე)
ავარიის შედეგად დაშავებული ტოდორ ნედელევი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელმაც 2021 წელს სოფიაში, „ვასილ ლევსკის“ სტადიონზე გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებს პირველი გოლი გაუტანა. მაშინ ბულგარეთმა 4:1 მოიგო.
მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ქართველები შეხვედრის აშკარა ფავორიტები არიან, საუბრობენ ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭზე და იმაზე, რომ ფრანგმა ვილი სანიოლმა მოახერხა ქართველებთან „თვალისთვის სასიამოვნო ხისტი და შემტევი ფეხბურთის“ აწყობა.
სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მხარდაჭერა გამოუცხადა ბულგარეთის ნაკრებს, რომელსაც ავარია შეემთხვა, ხოლო თავისი გუნდი გააფრთხილა, არ ჩავარდეს „ეიფორიაში“ და არ მოდუნდეს.
წყარო - Новости-Грузия.
ყველა ახალი ამბავი
0