მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

© AFP 2024 / Theo Roubyკენჭისყრა კალედონიაში
კენჭისყრა კალედონიაში - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
გამოწერა
ამომრჩევლები ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) თითქმის 6300 დეპუტატობის კანდიდატიდან ხუთი წლის ვადით 577 დეპუტატს აირჩევენ
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საფრანგეთში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) არჩევნები იმართება.
ეროვნული ასამბლეის არჩევნები ერთმანდატიან ოლქებში ორ ტურად - 12 და 19 ივნისს იმართება. ამომრჩევლები ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) თითქმის 6300 დეპუტატობის კანდიდატიდან ხუთი წლის ვადით 577 დეპუტატს აირჩევენ.
მეორე ტურში გასასვლელად კანდიდატმა უნდა დააგროვოს თავის ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 12,5%. გამარჯვება პირველ ტურშიც არის შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ან რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მეოთხედმა მაინც.
მეორე ტურში საკმარისია ხმების უბრალო უმრავლესობის მოპოვება.
ამასთან, არჩევნები შესაძლოა რეკორდულად დაბალი აქტივობის პირობებში ჩატარდეს. პროგნოზების მიხედვით, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ 46%.
საარჩევნო უბნები რეგიონებში დაიხურება 18:00 საათზე, დიდ ქალაქებში - ადგილობრივი დროით 20:00 საათზე (22:00 თბილისის დროით).
ეგზიტპოლების პირველი წინასწარი შედეგები დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი. ხმების დათვლა ჩვეულებრივ სწრაფად მიმდინარეობს და ოფიციალური შედეგები გახდება ცნობილი იმავე საღამოს ან ორშაბათს ღამით.

ვინც მონაწილეობს არჩევნებში

არჩევნებში მონაწილეობს საპრეზიდენტო კოალიცია „ერთად!" (Ensemble!), რომელიც აერთიანებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დაარსებულ პარტიას „აღორძინება“ (ადრე ეწოდებოდა „წინ, რესპუბლიკა!“), ცენტრისტულ პარტიას „დემოკრატიულ მოძრაობა“ და მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებს „ჰორიზონტები“ და „მოძრაობა“
არჩევნებში ასევე მონაწილეობს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ეკოლოგიური და სოციალური კავშირი“ (Nupes), რომელშიც შედის ჟან-ლუკ მელანშონის „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“,„ სოციალისტური პარტია“, „კომუნისტური პარტია“ და „ევროპა-ეკოლოგია-მწვანეები“.
კენჭისყრაში ასევე მონაწილეობენ ულტრამემარჯვენე პარტიები - მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ და ერიკ ზემორის „რეკონკისტა“ (Reconquête).
გამოკითხვები ცხადყოფდნენ, რომ მთავარი ბრძოლა გაიმართებოდა საპრეზიდენტო კოალიციას „ერთად!" და მემარცხენეთა კოალიციას შორის მელანშონის მეთაურობით. მაგრამ მაკრონის პარტიამ შესაძლოა დაკარგოს დღევანდელი ერთპიროვნული უმრავლესობა ქვედა პალატაში.
ყველა ახალი ამბავი
0