რუსეთში „მაკდონალდსის“ ყოფილი რესტორნები ახალი სახელწოდებით გაიხსნა

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკში„მაკდონალდსის“ ყოფილი ქსელის პირველი რესტორანი ახალი სახელწოდებით გაიხსნა - „გემრიელია და მორჩა“ (Вкусно и точка).
„მაკდონალდსის“ ყოფილი ქსელის პირველი რესტორანი ახალი სახელწოდებით გაიხსნა - „გემრიელია და მორჩა“ (Вкусно и точка). - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
გამოწერა
მენიუდან გაქრა ზოგიერთი პუნქტი - მაგალითად აღარ იქნება ბურგერი „ბიგ მაკი“ და ნაყინი „მაკფლური“
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მოსკოვში მეტროს სადგურ „პუშკინსკაიასთან“„მაკდონალდსის“ ყოფილი ქსელის პირველი რესტორანი ახალი სახელწოდებით გაიხსნა - „გემრიელია და მორჩა“ (Вкусно и точка).
14 მარტს, უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ფონზე McDonald's-მა რუსეთში მუშაობის შეჩერების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება განპირობებულია შექმნილი „ოპერაციული, ტექნიკური და ლოგისტიკური სირთულეებით“.

„მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი სახელწოდება - „ვკუსნო ი ტოჩკა“, - განაცხადა ახალი რუსული ბრენდის ხელმძღვანელმა ოლეგ პაროევმა.

მისი თქმით, ახალ მენიუში ზოგიერთი პროდუქტი არ იქნება - მაგალითად, Big Mac-ის ბურგერი და McFlurry-ის ნაყინი.
„ეს უკავშირდება იმას, რომ ეს დასახელებები, ბრენდები, მათი იერ-სახე და წარმოების ტექნოლოგია პირდაპირ ასოცირდება მაკდონალდსის ბრენდთან. მაგრამ მინდა დაგპირდეთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ამ პროდუქტების ღირსეული შემცვლელები, რასაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომხმარებლები დააფასებენ და შეიყვარებენ“, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.
© photo: Sputnik / Александр Кряжев McDonald's-ის აბრის დემონტაჟი ნოვოსიბირსკში
Демонтаж вывески ресторана быстрого питания McDonald's с фасада здания ТЦ на Красном проспекте в Новосибирске - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
McDonald's-ის აბრის დემონტაჟი ნოვოსიბირსკში
გარდა ამისა, მისი თქმით, საჭიროა ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვის შეცვლა.
ქსელის პირველი 15 ობიექტის გახსნა მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში 12 ივნისიდან დაიწყო. ხვალ რუსეთში კიდევ 50 რესტორანი გაიხსნება, ივნისის ბოლომდე კი 200.
ყველა ახალი ამბავი
0