მთავრობა უახლოეს მომავალში მზად იქნება ანაკლიის პორტის ახალი მშენებლის შესარჩევად

© courtesy of Anaklia Portანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
გამოწერა
2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელსაც პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შერჩევის ახალი პროცესის დასაწყებად ყველა დოკუმენტაცია უკვე მზადაა, ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ საფინანსო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელსაც პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა,

იმავე წლის ზაფხულში კონსორციუმმა და პროექტის ერთ–ერთმა მსხვილმა უცხოელმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს. კონსორციუმის ძირითადი მოთხოვნებია: ფინანსური დანაკარგის ანაზღაურება, რომელიც, მათი თქმით, 1 მლრდ დოლარს აჭარბებს და შეთანხმების აღდგენა.
© courtesy of Anaklia Portანაკლია. აქ აშენდება პორტი
Анаклиа. Место, где будет построен глубоководный порт - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
ანაკლია. აქ აშენდება პორტი
მთავრობის ანგარიშის მიხედვით, პორტის მშენებლობა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტად რჩება და მან არაერთი დამატებითი კვლევაც კი ჩაატარა, რომელიც ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება.
კვლევებს შორისაა პორტების ტვირთბრუნვისა და მისი პერსპექტივების შესწავლა, პორტების შესწავლა და პორტის მშენებლობის თითოეული ეტაპისთვის მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარის მომზადება.

საუკუნის პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს - ბათუმისა და ფოთის. ამასთან ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
© photo: Anaklia Port / FBფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები ანაკლიაში
Дноуглубительные работы порта в Анаклия - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2022
ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები ანაკლიაში
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თი-ბი-სი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB.
ყველა ახალი ამბავი
0