https://sputnik-georgia.com/20220612/mcxeti9s-restornios-ezosi-cecxlsasroli-iararidan-srolis-faqtze-ert-pirs-mrali-waredgina-267383191.html
მცხეთის რესტორნის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
მცხეთის რესტორნის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კ. ნ.-ს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება
2022-06-12T21:32+0400
2022-06-12T21:32+0400
2022-06-12T21:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 7 ივნისს ბრალდებულმა რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნისას სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უკანონოდ რამდენჯერმე გაისროლა.პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი იმავე დღეს ამოიღეს.ბრალდებულს ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ბრალდებული კონსტანტინე ნატროშვილია. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნატროშვილის გარდა, იარაღიდან გასროლას სხვა პირიც ახორციელებს.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მცხეთა რესტორანი მარანი ჰოლი ეზო ცეცხლსასროლი იარაღი aero precision x15 სროლა ფაქტი კონსტანტინე ნატროშვილი ბრალი წარდგენა
მცხეთა რესტორანი მარანი ჰოლი ეზო ცეცხლსასროლი იარაღი aero precision x15 სროლა ფაქტი კონსტანტინე ნატროშვილი ბრალი წარდგენა
მცხეთის რესტორნის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
21:32 12.06.2022 (განახლებულია: 21:34 12.06.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კ.ნ.-ს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 7 ივნისს ბრალდებულმა რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნისას სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უკანონოდ რამდენჯერმე გაისროლა.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი იმავე დღეს ამოიღეს.
ბრალდებულს ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ბრალდებული კონსტანტინე ნატროშვილია. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნატროშვილის გარდა, იარაღიდან გასროლას სხვა პირიც ახორციელებს.