https://sputnik-georgia.com/20220612/ganatlebis-saministro-tsu-si-ganvitarebul-movlenebs-gmobs-267380427.html
განათლების სამინისტრო თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს გმობს
განათლების სამინისტრო თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს გმობს
Sputnik საქართველო
სტუდენტებმა 10 ივნისს შტურმით აიღეს რექტორის კაბინეტი, შედეგად დაშავდა უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის ოთხი თანამშრომელი
2022-06-12T17:42+0400
2022-06-12T17:42+0400
2022-06-12T17:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/80/247758041_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_1ffff87426d0ac4a39a1303987b9dacf.jpg
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. განათლების სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.უნივერსიტეტის სტუდენტების ერთი ჯგუფის და მოძრაობის „ბრძოლა განათლებისთვის“ ორგანიზებით საპროტესტო აქციები გრძელდება. 10 ივნისს უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის კაბინეტი შტურმით დაიკავეს, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, რამაზ ხომერიკის გამოჩენამ კიდევ მეტი დაძაბულობა გამოიწვია, რადგან, სტუდენტების თქმით, ის აქტიურად იცავდა რექტორის კაბინეტს. დეკანი სტუდენტებმა ადგილიდან ფაქტობრივად ძალით გაიყვანეს.სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რამაც არაერთგვაროვანი რეზონანსი გამოიწვია. აქციის ორგანიზატორთა თქმით, სტუდენტების ინტერესში არ შედიოდა დაცვის თანამშრომლების ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანება და დაშავებულებს ბოდიშიс მოუხადეს.რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს გამოცდების რეგიონულ საგამოცდო ცენტრებში ჩაბარების უფლება მიეცათ.პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რამდენადაც იგი სტუდენტების შეფასების სამართლიანი ფორმაა.აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, ვისთვისაც დედაქალაქში გაჩერება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა ექნებათ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.ამასთან, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.ამ დროისათვის თსუ-ში 3,5 ათასზე მეტ სასწავლო კურსზე 24 ათასი სტუდენტი სწავლობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24775/80/247758041_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_f15dbcb3ce6b3d13c8cbd933a5244eb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განათლება სამინისტრო თსუ განცხადება სტუდენტები პროტესტი
განათლება სამინისტრო თსუ განცხადება სტუდენტები პროტესტი
განათლების სამინისტრო თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს გმობს
17:42 12.06.2022 (განახლებულია: 17:43 12.06.2022) სტუდენტებმა 10 ივნისს შტურმით აიღეს რექტორის კაბინეტი, შედეგად დაშავდა უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის ოთხი თანამშრომელი
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. განათლების სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
უნივერსიტეტის სტუდენტების ერთი ჯგუფის და მოძრაობის „ბრძოლა განათლებისთვის“ ორგანიზებით საპროტესტო აქციები გრძელდება. 10 ივნისს უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის კაბინეტი შტურმით დაიკავეს, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, რამაზ ხომერიკის გამოჩენამ კიდევ მეტი დაძაბულობა გამოიწვია, რადგან, სტუდენტების თქმით, ის აქტიურად იცავდა რექტორის კაბინეტს. დეკანი სტუდენტებმა ადგილიდან ფაქტობრივად ძალით გაიყვანეს.
სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რამაც არაერთგვაროვანი რეზონანსი გამოიწვია. აქციის ორგანიზატორთა თქმით, სტუდენტების ინტერესში არ შედიოდა დაცვის თანამშრომლების ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანება და დაშავებულებს ბოდიშიс მოუხადეს.
„სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტუდენტებს ოთხი მთავარი მოთხოვნა აქვთ: უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომა და რექტორის არჩევნების წესის შეცვლა; ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილება და გამოცდების ონლაინ ჩაბარება; საერთო საცხოვრებლის მშენებლობა და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, მათ განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრაც მოითხოვეს.
რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს გამოცდების რეგიონულ საგამოცდო ცენტრებში ჩაბარების უფლება მიეცათ.
პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რამდენადაც იგი სტუდენტების შეფასების სამართლიანი ფორმაა.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, ვისთვისაც დედაქალაქში გაჩერება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა ექნებათ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრონ.
ამასთან, საგამოცდო პერიოდის განმავლობაში საერთო საცხოვრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.
ამ ეტაპზე თითოეული უნივერსიტეტი თავად წყვეტს, თუ როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი – ონლაინ, ჰიბრიდულ თუ დასწრებით ფორმატში.
ამ დროისათვის თსუ-ში 3,5 ათასზე მეტ სასწავლო კურსზე 24 ათასი სტუდენტი სწავლობს.