https://sputnik-georgia.com/20220612/awaris-mtavrobis-saxltan-batumis-bulvaris-meijareebma-aqcia-gamartes-267377954.html
აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმის ბულვარის მეიჯარეებმა აქცია გამართეს
აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმის ბულვარის მეიჯარეებმა აქცია გამართეს
Sputnik საქართველო
მეიჯარეებს, პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო, ობიექტები დროებით სარგებლობაში პირდაპირი წესით გადაეცემოდა.
2022-06-12T16:10+0400
2022-06-12T16:10+0400
2022-06-12T16:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249537780_0:71:3390:1978_1920x0_80_0_0_714df109397456e90b14cdb8f1dd5561.jpg
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან ბულვარში დასაქმებულმა 150-მდე მეიჯარემ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება „პირველი არხი“.საპროტესტო აქციის მონაწილეები ბულვარის ტერიტორიაზე აუქციონის გაუქმებას და ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაცემას მოითხოვენ.მეიჯარეების განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ბულვარის ტერიტორიაზე აუქციონის გარეშე შეეძლოთ მუშაობა, აუქციონის გამოცხადებისთვის მზად არ იყვნენ და შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ.ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით კი, ჯერჯერობით უცნობია, ტურისტულ სეზონზე ბულვარის ტერიტორიაზე მეიჯარეებს ქონება რა ფორმით გადაეცემათ. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო, მეიჯარეებს ობიექტები დროებით სარგებლობაში პირდაპირი წესით, განაცხადის საფუძველზე გადაეცემოდა. ადგილის ქირის გარდა მოვაჭრე კისრულობდა ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულებას და დასუფთავების საფასურის გადახდას.წყარო - „პირველი არხი“
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249537780_330:0:3061:2048_1920x0_80_0_0_0e004330a73fab164af9b1556239c768.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აჭარა მთავრობა სახლი ბათუმი ბულვარი მეიჯარეები აქცია
აჭარა მთავრობა სახლი ბათუმი ბულვარი მეიჯარეები აქცია
აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმის ბულვარის მეიჯარეებმა აქცია გამართეს
მეიჯარეებს, პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო, ობიექტები დროებით სარგებლობაში პირდაპირი წესით გადაეცემოდა.
თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან ბულვარში დასაქმებულმა 150-მდე მეიჯარემ საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება „პირველი არხი“.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ბულვარის ტერიტორიაზე აუქციონის გაუქმებას და ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაცემას მოითხოვენ.
მეიჯარეების განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ბულვარის ტერიტორიაზე აუქციონის გარეშე შეეძლოთ მუშაობა, აუქციონის გამოცხადებისთვის მზად არ იყვნენ და შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ.
„ბულვარში დასაქმებულები ვართ და ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ აქ არის. აუქციონი გაუქმდეს და როგორც წინათ იყო, ისე შეგვეძლოს საქმიანობის გაგრძელება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ დიდი თანხა გადაიხადონ და ჩვენ ამით უმუშევარი დავრჩებით”, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით კი, ჯერჯერობით უცნობია, ტურისტულ სეზონზე ბულვარის ტერიტორიაზე მეიჯარეებს ქონება რა ფორმით გადაეცემათ. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.
პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო, მეიჯარეებს ობიექტები დროებით სარგებლობაში პირდაპირი წესით, განაცხადის საფუძველზე გადაეცემოდა. ადგილის ქირის გარდა მოვაჭრე კისრულობდა ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულებას და დასუფთავების საფასურის გადახდას.