არა მსხვერპლთშეწირვას: ცხოველთა დამცველების აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან - ვიდეო

გამოწერა
საქართველოში შემორჩენილი წარმართული ჩვეულების თანახმად, ლომისის მონასტერში ყოველწლიურად იმართება ცხოველთა მსხვერპლშეწირვის მასობრივი რიტუალი. ამ ტრადიციას ყოველწლიურად აპროტესტებენ ცხოველთა დამცველები და მის აკრძალვას მოითხოვენ
წელს ცხოველთა მსხვერპლშეწირვის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა საეკლესიო გალობის ფონზე განასახიერეს მსხვერპლად შეწირული ცხოველების ხოცვა.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს საპატრიარქოსკენ მსვლელობის მოწყობაში შეუშალა ხელი. პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა, რომლებიც სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
ყველა ახალი ამბავი
0