https://sputnik-georgia.com/20220611/raribasvili-rezolucias-aravitari-gadamwyveti-mnisvneloba-ar-aqvs-267358693.html
ღარიბაშვილი: რეზოლუციას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს
ღარიბაშვილი: რეზოლუციას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, რეზოლუცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია.
2022-06-11T15:26+0400
2022-06-11T15:26+0400
2022-06-11T15:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_0:105:1280:826_1920x0_80_0_0_567c1671650e59f937fb1a6283c87ba6.jpg
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია გავლენას არ მოახდენს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, მაგრამ ის „ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია“.ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით. რეზოლუციის დამტკიცება მოხდა ორი კვირით ადრე ევროკავშირის სამიტამდე, სადაც 22-23 ივნისს საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებენ.პრემიერის თქმით, რეზოლუცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია.„მათი (ევროპარლამენტის - რედ.) როლი არის, შეიძლება ითქვას, სიმბოლური. რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც არის გაჯერებული ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, მასში საუბარია საქართველოში ბოლო წლებში გაუარესებულ მედიაგარემოზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის მრავალ ფაქტზე.ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას დემოკრატიის მაღალი სტანდარტები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი გამოძიების პრინციპები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში. ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია.ამასთან, ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი „დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, თუ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს“. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ამას იმსახურებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_346:125:1152:729_1920x0_80_0_0_640bd8b0055def3ac0ae0ed37b34b4fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტი რეზოლუცია მნიშვნელობა სიმბოლო სტატუსი ევროკავშირი კანდიდატი წევრობა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტი რეზოლუცია მნიშვნელობა სიმბოლო სტატუსი ევროკავშირი კანდიდატი წევრობა
ღარიბაშვილი: რეზოლუციას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს
15:26 11.06.2022 (განახლებულია: 15:27 11.06.2022) პრემიერის თქმით, რეზოლუცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია.
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია გავლენას არ მოახდენს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, მაგრამ ის „ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია“.
ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით. რეზოლუციის დამტკიცება მოხდა ორი კვირით ადრე ევროკავშირის სამიტამდე, სადაც 22-23 ივნისს საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებენ.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პროცესში, სადაც ვიმყოფებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა, ანუ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში, არ აქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, რეზოლუცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია.
„მათი (ევროპარლამენტის - რედ.) როლი არის, შეიძლება ითქვას, სიმბოლური. რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც არის გაჯერებული ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, მასში საუბარია საქართველოში ბოლო წლებში გაუარესებულ მედიაგარემოზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის მრავალ ფაქტზე.
ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას დემოკრატიის მაღალი სტანდარტები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანი გამოძიების პრინციპები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში. ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია.
ამასთან, ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი „დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, თუ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს“. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ამას იმსახურებს.