https://sputnik-georgia.com/20220611/raribasvili-prezidents-sxva-qveynebsi-vizitebi-ar-utxovia-267358381.html
ღარიბაშვილი: პრეზიდენტს სხვა ქვეყნებში ვიზიტები არ უთხოვია
ღარიბაშვილი: პრეზიდენტს სხვა ქვეყნებში ვიზიტები არ უთხოვია
Sputnik საქართველო
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიიღო უარი მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტების განხორციელებაზე
2022-06-11T15:12+0400
2022-06-11T15:12+0400
2022-06-11T15:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868328_0:590:1600:1490_1920x0_80_0_0_9f44e02ab27d66d45ef42c93fcaa8cdc.jpg
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. მთავრობაში არ შესულა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა იტალიისა და ბრიუსელის გარდა სხვა ქვეყნებში ვიზიტების შესახებ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიიღო უარი მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტების განხორციელებაზე იმ საბაბით, რომ ზედმეტი აქტიურობა არ იყო საჭირო ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტამდე, სადაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა მოხდება.ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მანამდე მან ხელი მოაწერა ზურაბიშვილის განაცხადს ვიზიტებზე იტალიასა და ბრიუსელში, ასევე სხვა ქვეყნებში, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტმა ადრე მოინახულა.მთავრობის მეთაურმა ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტის განცხადებები, რომლებიც მთავრობის უმოქმედობას ეხება.„ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა რომ იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი „უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში“.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 ივნისს შეწყვიტა ვიზიტი ბრიუსელში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციისა და მთავრობის უარის შემდეგ ევროპის ქვეყნებში ვიზიტების გაგრძელებაზე. მან განაცხადა, რომ ევროპულ ღირებულებებს საქართველოში დაიცავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868328_0:589:1600:1789_1920x0_80_0_0_93d1e2edf7b9440f9f17f31d156c00c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნები ვიზიტები მიმართვა განაცხადი უარი
ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი სხვა ქვეყნები ვიზიტები მიმართვა განაცხადი უარი
ღარიბაშვილი: პრეზიდენტს სხვა ქვეყნებში ვიზიტები არ უთხოვია
15:12 11.06.2022 (განახლებულია: 15:14 11.06.2022) გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიიღო უარი მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტების განხორციელებაზე
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. მთავრობაში არ შესულა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა იტალიისა და ბრიუსელის გარდა სხვა ქვეყნებში ვიზიტების შესახებ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიიღო უარი მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტების განხორციელებაზე იმ საბაბით, რომ ზედმეტი აქტიურობა არ იყო საჭირო ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტამდე, სადაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა მოხდება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეის მდგომარეობით, არავითარი სხვა მომართვა სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მანამდე მან ხელი მოაწერა ზურაბიშვილის განაცხადს ვიზიტებზე იტალიასა და ბრიუსელში, ასევე სხვა ქვეყნებში, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტმა ადრე მოინახულა.
მთავრობის მეთაურმა ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტის განცხადებები, რომლებიც მთავრობის უმოქმედობას ეხება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა რომ იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი „უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 ივნისს შეწყვიტა ვიზიტი ბრიუსელში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციისა და მთავრობის უარის შემდეგ ევროპის ქვეყნებში ვიზიტების გაგრძელებაზე. მან განაცხადა, რომ ევროპულ ღირებულებებს საქართველოში დაიცავს.