ღარიბაშვილი: მზად ვართ ვუმასპინძლოთ „ევრობასკეტს“ ახალ სპორტის სასახლეში

© photo: Sputnikახალი სპორტის სასახლე
ახალი სპორტის სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
„ევრობასკეტი-2022“ მიმდინარე წლის 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ერთდროულად ოთხ ქვეყანაში - ჩეხეთში, საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება.
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. თბილისში ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად არის „ევრობასკეტს“ უმასპინძლოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის სასახლის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ევრობასკეტი-2022“ მიმდინარე წლის 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ერთდროულად ოთხ ქვეყანაში - ჩეხეთში, საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილის წილისყრისას საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები არიან ესპანეთი, თურქეთი, რუსეთი, ბელგია და ბულგარეთი.
მთავრობის მეთაურმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანიამ რეკორდულ დროში ააშენა უნიკალური კომპლექსი.
„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობო, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ, რომელიც პირველ სექტემბერს გაიმართება. მანამდე, 4 ივლისს, სატესტო მატჩი გაიმართება, ეს ახალი დარბაზი არის დასრულებული და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ, მივიღოთ და ვუმასპინძლოთ „ევრობასკეტს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მაისში ახალი სპორტის სასახლე დაათვალიერა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ბორდის (FIBA Europe) აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა, რომელმაც სასახლის მშენებლობაში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა.
კომპლექსის მშენებლობა 2020 წლის მაისში დაიწყო, რომლის დასრულებაც 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა. თუმცა, კონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ობიექტის დასრულება დათქმულ ვადაში ვერ მოხერხდა.
იანვრის შემდეგ მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშები კვირაში ერთხელ იგზავნებოდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში.
სპორტის სასახლეს აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამი დარბაზი, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
4 ივლისს ახალი სპორტის სასახლე პირველ მატჩს უმასპინძლებს – ახალ დარბაზში საქართველოსა და ესპანეთის გუნდებს შორის კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0