https://sputnik-georgia.com/20220611/gadaideba-tu-ara-matci-bulgarettan-da-rogiria-avariasi-dasavebuli-fexburtelis-mdgomareoba-267352896.html
გადაიდება თუ არა მატჩი ბულგარეთთან და როგორია ავარიაში დაშავებული ფეხბურთელის მდგომარეობა
გადაიდება თუ არა მატჩი ბულგარეთთან და როგორია ავარიაში დაშავებული ფეხბურთელის მდგომარეობა
Sputnik საქართველო
ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს თავის ქალა აქვს დაზიანებული, მას ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდა.
2022-06-11T13:28+0400
2022-06-11T13:28+0400
2022-06-11T13:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბულგარეთი
შემთხვევები საქართველოში
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259387012_0:136:3159:1913_1920x0_80_0_0_9945b152ee8e2f6cc42c25b7bb314d1d.jpg
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. საქართველოსა და ბულგარეთის გუნდების მატჩი არ გადაიდება ავარიის გამო, რომელშიც თბილისში ბულგარელი ფეხბურთელები მოხვდნენ - მატჩი ჩანიშნულ დროს გაიმართება, იუწყება „პირველი არხი“ ბულგარულ მედიაზე დაყრდნობით..ორი ავტობუსი, რომლებსაც ბულგარეთის გუნდის მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს ღამით შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავდა ბულგარელი ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი.რაც შეეხება ავარიაში დაშავებულ ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელ ტოდორ ნედელევს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-სპიკერმა, ვიქტორ იგნატოვმა გამოცემა „ნოვასთან“ საუბრისას.29 წლის ნედელევი ინგოროყვას კლინიკაში ქალა-ტვინის ტრავმით გადაიყვანეს. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სპორტსმენს თავში შუშის ნამსხვრევი გაეჭედა. პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა - ოპერაცია ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა.გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით სამი თვე დასჭირდება, მანამდე კი ერთ კვირას თბილისში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებს.აღსანიშნავია, რომ ნედელევს ასევე გულმკერდის ტრავმა აქვს. ის მკურნალობას აგრძელებს.2022-2023 წლების ერთა ლიგის თამაში 12 ივნისს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, თბილისში, დავით პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველომ პირველი მატჩი ბულგარეთთან ანგარიშით 5:2 მოიგო.
საქართველო
ბულგარეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259387012_214:0:2945:2048_1920x0_80_0_0_14c52969b35f29bd4b78e471582d1fe4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მატჩი ბულგარეთი საქართველო ავარია დაშავება ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი მდგომარეობა
მატჩი ბულგარეთი საქართველო ავარია დაშავება ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი მდგომარეობა
გადაიდება თუ არა მატჩი ბულგარეთთან და როგორია ავარიაში დაშავებული ფეხბურთელის მდგომარეობა
ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელს თავის ქალა აქვს დაზიანებული, მას ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში ჩაუტარდა.
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. საქართველოსა და ბულგარეთის გუნდების მატჩი არ გადაიდება ავარიის გამო, რომელშიც თბილისში ბულგარელი ფეხბურთელები მოხვდნენ - მატჩი ჩანიშნულ დროს გაიმართება, იუწყება „პირველი არხი“ ბულგარულ მედიაზე დაყრდნობით..
ორი ავტობუსი, რომლებსაც ბულგარეთის გუნდის მოთამაშეები თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში გადაჰყავდა, ერთმანეთს ღამით შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავდა ბულგარელი ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი.
„ბულგარეთის მთელი გუნდი სრულ შოკშია, მაგრამ ამ ეტაპზე ერთა ლიგაზე საქართველოსთან მატჩის გადადება გამორიცხულია. ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობა იღებს ვალდებულებას სრული მხარდაჭერა გაუწიოს ნედელევს და სხვებს. საქართველოს წინააღმდეგ მატჩი კვირას გაიმართება“, – წერს გამოცემა „ტრუდი“.
რაც შეეხება ავარიაში დაშავებულ ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელ ტოდორ ნედელევს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრეს-სპიკერმა, ვიქტორ იგნატოვმა გამოცემა „ნოვასთან“ საუბრისას.
29 წლის ნედელევი ინგოროყვას კლინიკაში ქალა-ტვინის ტრავმით გადაიყვანეს. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სპორტსმენს თავში შუშის ნამსხვრევი გაეჭედა. პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა - ოპერაცია ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით სამი თვე დასჭირდება, მანამდე კი ერთ კვირას თბილისში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებს.
„ექიმების თქმით, თოდორ ნედელევის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ასეთი სწრაფი რეაგირების წყალობით ყველაფერი უკვე კონტროლს ექვემდებარება. ნედელევი ერთი კვირა მაინც თბილისში დარჩება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ამის შემდეგ გადაიყვანენ ბულგარეთში და გააგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა იგნატოვმა.
აღსანიშნავია, რომ ნედელევს ასევე გულმკერდის ტრავმა აქვს. ის მკურნალობას აგრძელებს.
2022-2023 წლების ერთა ლიგის თამაში 12 ივნისს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, თბილისში, დავით პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველომ პირველი მატჩი ბულგარეთთან ანგარიშით 5:2 მოიგო.