ტყის დაცვა: WWF სამხრეთ საქართველოში ახალ პროექტს განახორციელებს

© photo: Sputnikტყე
ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
საველე სამუშაოები დასრულებულია, რის საფუძველზეც ტყის მართვის მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმები მომზადდება.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების დაცვის პროექტს იწყებს, რისთვისაც ნახევარ მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება, იუწყება ეროვნული სატყეო სააგენტო.

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ განხორციელებისთვის 563.540 ევროა გამოყოფილი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდა 30 ათას ჰექტარ ფართობზე. საველე სამუშაოები დასრულებულია, რის საფუძველზეც ტყის მართვის მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმები მომზადდება.

პროექტს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და სლოვენიური კომპანიის (Zavita) ჩართულობით ახორციელებს. იგი 2022 წლის ბოლოს დასრულდება.
ამჟამად საქართველოში იმყოფება სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი მოიცა კოპსე, რომელსაც ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩატარებულ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
პროექტის ფარგლებში 2021 წელს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის ინვენტარიზაციისთვის საჭირო აღჭურვილობა შეიძინა, ასევე გადაამზადა 10 ახალგაზრდა მეტყევე-სპეციალისტი, რომლებიც ინვენტარიზაციის სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული.
სააგენტომ შეიძინა საველე აღჭურვილობა – ტყის სატვირთო, პიკაპის ტიპის ავტომანქანები, ექსკავატორი და ა.შ.
პროექტის მიზანი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდგრადი ტყითსარგებლობის წინაპირობის შექმნაა, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0