თბილისში საქართველო-ბულგარეთის მატჩის ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება

© The Georgia national football team საქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები გულშემატკივრებს ანებივრებენ. მათ უკვე ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგეს.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. უეფას ერთა ლიგის 2022/2023 სეზონის ფარგლებში საქართველოსა და ბულგარეთს შორის მატჩზე დასასწრები ბილეთები, რომელიც თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება, თითქმის გაყიდულია.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც სტადიონის სალაროებში, ისე ვებ-გვერდზე tkt.ge.
თამაში 12 ივნისს გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები C4 ჯგუფში პირველ ადგილს დამაჯერებლად იკავებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ტურნირის პირველი სამი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგეს, ნაკრების გოლების შეფარდებაა 12:2. ქართველებმა გუშინ გასვლით მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 9 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ მაკედონია 4 ქულით, შემდეგ მოდის ბულგარეთის ნაკრები 2 ქულით და გიბრალტარი, რომელსაც მხოლოდ 1 ქულა აქვს.
ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები გულშემატკივრებს ანებივრებენ. მათ უკვე ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგეს.
ყველა ახალი ამბავი
0