თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით ისარგებლებენ უკრაინელი აღსაზრდელები.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი 10ივნისის 10:00 საათიდან დაიწყება, აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის საბავშვო ბაღებში დაახლოებით 16 ათასი ვაკანტური ადგილია, დარეგისტრირებას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 30 სექტემბრამდე 2 წელი უსრულდებათ.

ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ყველა იმ ბავშვის დარეგისტრირება, რომლებიც რეგისტრაციის პირველ ეტაპს არ ექვემდებარებოდნენ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 13 ივნისიდან მათ მიერ შერჩეულ ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.

რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე kids.org.ge ხდება. პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 3 ივნისს დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდა. პირველ ეტაპზე რეგისტრაციის გავლა შეეძლოთ კონკრეტული სტატუსის მქონე ბენეფიციარებს:
სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს (100.000-მდე ქულა);
ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვებს;
ბავშვებს, რომელთა და ან ძმა უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა ან მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილებს (ოთხი და მეტი შვილი);
სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს.
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით ისარგებლებენ აღსაზრდელები, რომლებსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვთ. ბავშვის მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს.
ყველა ახალი ამბავი
0