სომხეთსა და საქართველოში ფეხბურთი არასდროს მოკვდება - ვიდეოხიდი თბილისი-ერევანი

© photo: Sputnik / Stringerვიდეოხიდი თბილისი–ერევანი თემაზე „ფეხბურთი საქართველოსა და სომხეთში – გუშინ, დღეს, ხვალ“. ოთარ გაბელია
ვიდეოხიდი თბილისი–ერევანი თემაზე „ფეხბურთი საქართველოსა და სომხეთში – გუშინ, დღეს, ხვალ“. ოთარ გაბელია - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
მონაწილეებმა ისაუბრეს სომხეთისა და საქართველოს ვეტერანი ფეხბურთელების ნაკრებთა მატჩზე, რომელიც 16 ივნისს ერევანში გაიმართება.
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. მე-20 საუკუნის სომხური და ქართული ფეხბურთის ლეგენდებმა - უეფას თასის მფლობელმა, მეკარე ოთარ გაბელიამ და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა, ნახევარმცველმა ხორენ ოჰანესიანმა მონაწილეობა მიიღეს ვიდეოხიდში, რომელიც თბილისსა და ერევანში Sputnik-ის მულტიმედიური პრესცენტრების ორგანიზებით ჩატარდა.
ხორენ ოჰანესიანმა და ოთარ გაბელიამ ისაუბრეს სომხეთისა და საქართველოს ვეტერანი ფეხბურთელების ნაკრებთა მატჩზე, რომელიც 16 ივნისს ერევანში გაიმართება. ეს იქნება გამოსამშვიდობებელი მატჩი იმ მოთამაშეებისა, რომლებმაც ეროვნული გუნდების შემადგენლობაში თავი გამოიჩინეს და საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
© photo: Sputnik / Stringerვიდეოხიდი თბილისი–ერევანი თემაზე „ფეხბურთი საქართველოსა და სომხეთში – გუშინ, დღეს, ხვალ“
Видеомост: Футбол в Грузии и Армении - вчера, сегодня, завтра - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
ვიდეოხიდი თბილისი–ერევანი თემაზე „ფეხბურთი საქართველოსა და სომხეთში – გუშინ, დღეს, ხვალ“
საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ჯანო ანანიძე, გიორგი დემეტრაძე, ოთარ მარცვალაძე და სხვები. გუნდის სრული შემადგენლობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„ჩვენ ფეხბურთელებს ევროპის წამყვან კლუბებში უთამაშიათ. მათ გვასახელეს თავიანთი თამაშით. კეთილსინდისიერად და კარგად თამაშობდნენ, კარგ ფეხბურთს აჩვენებდნენ“, - განაცხადა ოთარ გაბელიამ.
© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა, ნახევარმცველმა ხორენ ოჰანესიანმა მონაწილეობა მიიღო ვიდეოხიდში, რომელიც თბილისსა და ერევანში Sputnik-ის მულტიმედიური პრესცენტრების ორგანიზებით ჩატარდა.
Бронзовый призер Олимпийских игр, полузащитник Хорен Оганесян участвует в видеомосте, организованном мультимедийными пресс-центрами Sputnik в столицах Армении и Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა, ნახევარმცველმა ხორენ ოჰანესიანმა მონაწილეობა მიიღო ვიდეოხიდში, რომელიც თბილისსა და ერევანში Sputnik-ის მულტიმედიური პრესცენტრების ორგანიზებით ჩატარდა.
მისი თქმით, ყველა ეს მოთამაშე - ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები არიან, რომლებმაც შესანიშნავი მომზადება გაიარეს.
ფეხბურთი: ერევანში ქართველი და სომეხი ვეტერანების მატჩი გაიმართება >>
ხორენ ოჰანესიანმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ეროვნული საფეხბურთო სკოლების განვითარების სირთულეებზე. მისი თქმით, სომხეთში, ისევე როგორც საქართველოში, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ 14 წლის შემდეგ ეს ფეხბურთელები იკარგებიან.
„ჩვენ უნდა მივცეთ მოთამაშეებს სწორი გზა, როგორ უნდა განვითარდნენ 14 წლის შემდეგ. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ყველაფერი გამოვა", - განაცხადა იოჰანესიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ სომეხი და ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთს ტურნირებზე უფრო ხშირად შეხვდებიან. კერძოდ, მნიშვნელოვანია ტურნირების მოწყობა ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და არა მხოლოდ ვეტერანებისთვის.
ოთარ გაბელიამ სომხურ კლუბებს შესთავაზა მონაწილეობა მიიღონ ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც საქართველოში იმართება, ან მსგავსი საერთაშორისო ტურნირის დაარსება სომხეთში.
შეხვედრისას ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა მშობლიური კლუბების ვარსკვლავური წარსულიც გაიხსენეს, როცა ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ერევნის „არარატი“ ხვდებოდნენ.
© photo: Sputnik / Stringerვიდეოხიდი თბილისი–ერევანი თემაზე „ფეხბურთი საქართველოსა და სომხეთში – გუშინ, დღეს, ხვალ“
Видеомост: Футбол в Грузии и Армении - вчера, сегодня, завтра - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
ვიდეოხიდი თბილისი–ერევანი თემაზე „ფეხბურთი საქართველოსა და სომხეთში – გუშინ, დღეს, ხვალ“
„როდესაც თბილისის „დინამო“ და ერევნის „არარატი“ თამაშობდნენ, ჩათვალეთ, რომ ნაკრებები ხვდებოდნენ. ფეხბურთელები თავიანთ გუნდსა და ქვეყანას ასახელებდნენ. ამიტომაც იყო ასეთი შედეგები", - განაცხადა ხორენ ოჰანესიანმა.
ვეტერანების თქმით, ფეხბურთელები, მიუხედავად დაბალი ხელფასისა, ყოველთვის ფიქრობდნენ გულშემატკივრების გახარებაზე, გულს არ უტეხავდნენ მათ.
© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა, ნახევარმცველმა ხორენ ოჰანესიანმა მონაწილეობა მიიღო ვიდეოხიდში, რომელიც თბილისსა და ერევანში Sputnik-ის მულტიმედიური პრესცენტრების ორგანიზებით ჩატარდა.
Бронзовый призер Олимпийских игр, полузащитник Хорен Оганесян участвует в видеомосте, организованном мультимедийными пресс-центрами Sputnik в столицах Армении и Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა, ნახევარმცველმა ხორენ ოჰანესიანმა მონაწილეობა მიიღო ვიდეოხიდში, რომელიც თბილისსა და ერევანში Sputnik-ის მულტიმედიური პრესცენტრების ორგანიზებით ჩატარდა.
ორივე ვეტერანი დაეთანხმა ერთმანეთს, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი და საქართველო, ფეხბურთი ყოველთვის №1 სპორტი იქნება.
„ორივე ფეხბურთის ქვეყანა ვართ. სომხეთში და საქართველოში ფეხბურთი არასდროს მოკვდება“, - განაცხადა გაბელიამ.
ყველა ახალი ამბავი
0