თამარ მეფის სიყვარულს დანატრებული, უარყოფილი და ბოგანოდ ქცეული უფლისწულები
18:19 10.06.2022 (განახლებულია: 21:50 10.06.2022)
© Pixabay / congerdesignძველი წიგნი
© Pixabay / congerdesign
გამოწერა
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვიტყვით, ქართველთა მეფე-ქალის თამარის მშვენებამ არაერთი უფლისწული დაატყვევა და გაახელა. ბევრს პირადად არც ენახა მზეთუნახავი მონარქი, მაგრამ მაინც სიგიჟემდე უყვარდათ იგი ელჩების მონათხრობიდან თუ მხატვრების მიერ ფრესკებიდან გადახატული, ან თვითმხილველის წარმოსახვით დახატული პორტრეტებიდან.
თუმცა მისი ქმრადყოფნის შანსი ერთეულებს ჰქონდათ. თამარი მხოლოდ ხელმწიფის შვილზე, კონსორტზე, ანუ თანამეფეზე, და არა რეალური ძალაუფლების მქონე მონარქზე უნდა დაქორწინებულიყო.
მიუხედავად შეზღუდვებისა, მზის სადარი მეფე-ქალის შერთვა ვის აღარ სურდა:
მიუხედავად შეზღუდვებისა, მზის სადარი მეფე-ქალის შერთვა ვის აღარ სურდა:
გერმანიის იმპერატორ (მაშინდელი წმინდა რომის იმპერია) ფრიდრიხ ბარბაროსას შვილს ფრიდრიხ შვაბელს,
ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულს,
ბიზანტიის იმპერიის უფლისწულ ალექსი კომნენოსს,
უნგრეთის სამეფოს უფლისწულს...
ანტიოქიის ჯვაროსნული სამთავროს უფლისწულსაც მოსდებია სიყვარულის ცეცხლი, საქართველოში ჩამოსვლა და თამარზე დაქორწინება მოუსურვებია, მაგრამ სწორედ მაშინ მოაქცია სალადინმა იერუსალიმი ალყაში, რითაც საფრთხე ანტიოქიასაც დაემუქრა და უფლისწული იძულებული გახდა ხელი აეღო განზრახვაზე — განსაცდელში მყოფი ჯვაროსნული სამთავროს მიტოვება არ ეგებოდა მისგან.
სხვა მიჯნურმა კი, თამარის ქმრობას დანატრებულმა მუტაფრადინმა — კარნუ-ქალაქის (არზრუმის) სულთნის ვაჟმა, „დამგდებელმან მუჰამედისამან სჯულისა“, სულაც თავშეუკავებელი საქციელი ჩაიდინა. მუტაფრადინის პაპა სალდუხი თამარის პაპამ დემეტრე პირველმა დაამარცხა და დაატყვევა, არზრუმელი უფლისწული კი თამარის სიყვარულის ტყვე გამხდარიყო და მისი ხელის სათხოვნელად საქართველოს მოაშურა.
მუტაფრადინმა, რომლის ამალაშიც მრავლად შედიოდნენ კარნუ-ქალაქის დიდებულები, ხოჯები, საჭურისები, მხევლები და მონები, მართლაც მეფის საკადრისი ძღვენი ჩამოიტანა თბილისს: „თვალისი და მარგალიტისი, საჭურჭლეთა და ლართა, თანა ავაზებისა და ტაიჭებისა სიმრავლითა“.
უფლისწული პატივით მიიღეს, ნადირობა და დროსტარება არ დაუკლიათ, მაგრამ თამარის ნაცვლად მისი ნახევარდა, გიორგი მესამის უკანონო შვილი შერთეს ცოლად და ისე გაისტუმრეს ერზრუმს.

როცა მუტაფრადინი თბილისს ტოვებდა, იმ დროს საქართველოს დედაქალაქში აღსართან შირვან შაჰმა შემოაბიჯა. პირობა დაედო, უკეთუ თამარი ქმრობის ღირსად ჩამთვლის, სჯულსაც დავაგდებო.
დიდი ძღვენი გასცა აღსართანმა თბილისელებზე და ამით ხალხის გული მოიგო. ცდა და მონდომება არც ქართველი დიდებულების გულის მოსაგებად დაუკლია, ოღონდ თამარის თანამეცხედრე გამხდარიყო, მაგრამ ვერა სიმდიდრით ვერ იყიდა მეფე-ქალის მეუღლეობა — ხელცარიელი გაბრუნდა შირვანს.
თამარის ხელის სათხოვნელად ოსი უფლისწულებიც ჩამოსულან — „შუენიერნი და სახეკეთილნი მოყმენი“, მაგრამ ისინიც უარით გაისტუმრეს. უკან გაბრუნებულ ერთ-ერთ უფლისწულს ვერ გადაუტანა თამართან განშორება, მწარე ნაღველს შეეპყრო და დარდისგან გზაში გარდაცვლილა. ნიქოზში დაკრძალეს, წმინდა რაჟდენის სახელობის ტაძარში.

თამარის სიყვარულმა ოვსთა კიდევ ერთი უფლისწული — გიორგი გაახელა. იმ დროს ოსეთში ორი სამეფო დინასტია არსებობდა: ერთი — ბაგრატიონ-ეფრემიძეებისა, მეორე კი წმინდად ოსური. დავით სოსლანი ბაგრატიონ-ეფრემიძეების შტოს მიეკუთვნებოდა, ხოლო გიორგი და ნიქოზში დაკრძალული უფლისწული — ოსურ საგვარეულოს.
ამბობენ, ოვსთა უფლისწულმა გიორგიმ, რაც კი რამ გააჩნდა, თბილისში დაარიგა, რათა უსაზღვრო ქველმოქმედებით თამარის გული მოეგოო, მაგრამ... თამარი დავით სოსლანზე დააქორწინეს. გონებაარეული უფლისწული უკან აღარ გაბრუნებულა, ყველაფერზე უარი უთქვამს – სასახლეზეც, ქონებაზეც, ტიტულზეც და თბილისში, ისნის სასახლესთან დაუდია ბინა, როგორც უკანასკნელ ბოგანოს, რათა შორიდან მაინც შეევლო ხოლმე სათაყვანო თამარისთვის თვალი...