რამდენი მოსწავლე სწავლობს დისტანციურად?

© Sputnik / Olga Kiknavelidzeონლაინ-გაკვეთილზე
ონლაინ-გაკვეთილზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 624 ათასი მოსწავლე ირიცხება.
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) ინფორმაციით, 3-10 ივნისის შუალედში ქვეყნის მასშტაბით ონლაინ-სწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა მხოლოდ 70 მოსწავლის მშობელმა დაწერა, ხოლო დისტანციური სწავლების მოთხოვნა 1.727-მა მშობელმა გააუქმა.
ონლაინ–სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00–18:00 საათის შუალედში.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ამ დროისათვის სულ 624 ათასია.
საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ზამთრის არდადეგების შემდეგ, 17 იანვარს გაგრძელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0