https://sputnik-georgia.com/20220610/qartuli-rvino-londonis-gamofenasi-267341888.html
ქართული ღვინო ლონდონის გამოფენაში მონაწილეობს
ქართული ღვინო ლონდონის გამოფენაში მონაწილეობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ღვინის საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair 2022-ში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 17-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო... 10.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-10T20:17+0400
2022-06-10T20:17+0400
2022-06-10T23:02+0400
საქართველო
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23201/12/232011247_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_1aeb100446ab6e37dc4e949906d3f938.jpg
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ღვინის საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair 2022-ში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 17-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, იუწყება სააგენტო.ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა ლონდონის საგამოფენო ცენტრ Olympia-ში გაიმართა. მასში მსოფლიოს 400-მდე კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც 3 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელი წარმოადგინეს.მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო განაგრძობენ ღვინის კომპანიების მხარდაჭერას, რათა მათ თავიანთი ადგილი დაიკავონ ღვინის მსოფლიო ბაზარზე.გამოფენა London Wine Fair 1981 წლიდან იმართება და ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღონისძიებად მიიჩნევა ღვინის ინდუსტრიაში. ღონისძიებას ესწრებიან ღვინის ექსპერტები და მასმედიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა სარა ებოტმა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები ტარდება. 2022 წლის იანვარი–მაისში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 260.000-მდე ბოთლი ღვინო, რაც 53%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23201/12/232011247_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_a48ce043202e14128da98d8d4c97c19e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ღვინის საერთაშორისო გამოფენა London Wine Fair 2022-ში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 17-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, იუწყება სააგენტო.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა ლონდონის საგამოფენო ცენტრ Olympia-ში გაიმართა. მასში მსოფლიოს 400-მდე კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც 3 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელი წარმოადგინეს.
„გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო შანსია ქართული ღვინის კომპანიებისთვის, წარუდგინონ თავიანთი პროდუქცია ბრიტანელ მყიდველებს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზრებზე“, — განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტყემალაძემ.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო განაგრძობენ ღვინის კომპანიების მხარდაჭერას, რათა მათ თავიანთი ადგილი დაიკავონ ღვინის მსოფლიო ბაზარზე.
გამოფენა London Wine Fair 1981 წლიდან იმართება და ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღონისძიებად მიიჩნევა ღვინის ინდუსტრიაში. ღონისძიებას ესწრებიან ღვინის ექსპერტები და მასმედიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.
გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა სარა ებოტმა ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გამართა.
დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები ტარდება. 2022 წლის იანვარი–მაისში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 260.000-მდე ბოთლი ღვინო, რაც 53%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.