Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოე სულაბერიძესთან ერთად გადაღებულ პირველ ვიდეოს ავრცელებს

© courtesy of Noe Sulaberidzeნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
ცნობილი წყვილი ერთად ყოფნის იუბილეს აღნიშნავს.
ცნობილმა მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა მეუღლეს, პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს სოციალურ ქსელში საჯაროდ მიულოცა ერთად ყოფნის იუბილე და რომანტიკული ფოტოები და ვიდეოები გაასაჯაროვა.
ერთ-ერთ ვიდეოზე, სადაც წყვილი ავტომანქანით მგზავრობს, ჯანეტმა დაწერა, რომ ეს მათი პირველი ერთად გადაღებული ვიდეოა.
ნოე და ჯანეტი 2019 წლის 9 ივნისს დაქორწინდნენ. წყვილს მცირეწლოვანი გოგონა ანა ჰყავს. ჯანეტისთვის ეს პირველი ქორწინებაა, ნოესთვის – მესამე.
ყველა ახალი ამბავი
0