https://sputnik-georgia.com/20220610/britni-spirsi-qorwili-267329294.html
„ის ჩემი ერთადერთი ცოლია...“ - ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლა ყოფილმა ქმარმა სცადა
„ის ჩემი ერთადერთი ცოლია...“ - ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლა ყოფილმა ქმარმა სცადა
Sputnik საქართველო
მომღერალ ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლის მცდელობის გამო მისი ყოფილი ქმარი დააკავეს. 10.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-10T15:00+0400
2022-06-10T15:00+0400
2022-06-10T20:21+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252121743_0:109:1308:845_1920x0_80_0_0_83d5e2766ea0e0da04a103357e1cca4f.jpg
პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი, მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ, საქმროზე სემ ასგარიზე დაქორწინდა. ქორწილის ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა, თუმცა მას დრამისა და სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მასმედიის ცნობით, ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი ჯეისონ ალექსანდერი ქორწილში დაუპატიჟებლად მივიდა და მისი ჩაშლა სცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო, რადგან პოლიციამ დააკავა.როგორც ვენტურას ოლქის შერიფი ჰყვება, პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი ქორწილის ცერემონიის ადგილზე დააკავეს.აღსანიშნავია, რომ ჯეისონ ალექსანდერი სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც ჩანდა, როგორ იმყოფებოდა ცერემონიის ადგილზე, დაცვას კი უთხრა, რომ სპირსმა დაპატიჟა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.„ის ჩემი პირველი და ერთადერთი ცოლია, აქ იმისთვის მოვედი, რომ ქორწილი ჩავშალო“, – ამბობდა ვიდეოში მამაკაცი. ალექსანდერი ბრიტნის ბავშვობის მეგობარია, წყვილმა 2004 წელს იქორწინა, თუმცა მათი ქორწინება მხოლოდ 55 საათს გაგრძელდა.სამართალდამცველები ჯერ კიდევ იძიებენ მომხდარს და ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელს გამოუტანენ ბრიტნის ყოფილ ქმარს. ბრიტნი სპირსი მანამდე დაქორწინებული იყო კევინ ფედერლაინზე, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავს, ბავშვები 14 და 15 წლის არიან. რაც შეეხება ბრიტნის ახლანდელ ქმარს სემ ასგარის, მათ ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს. 2021 წლის სექტემბერში დაინიშნენ. მალევე ბრიტნიმ მამის მეურვეობას დააღწია თავი. ბრიტნი სპირსის წარმომადგენლებს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
https://sputnik-georgia.com/20220516/britni-spirsi-bavshvi-266657712.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252121743_53:120:1041:861_1920x0_80_0_0_e2dac0727f7a2b26a4c584228c54367a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, აშშ
„ის ჩემი ერთადერთი ცოლია...“ - ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლა ყოფილმა ქმარმა სცადა
15:00 10.06.2022 (განახლებულია: 20:21 10.06.2022) მომღერალ ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლის მცდელობის გამო მისი ყოფილი ქმარი დააკავეს.
პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი, მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ, საქმროზე სემ ასგარიზე დაქორწინდა. ქორწილის ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა, თუმცა მას დრამისა და სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მასმედიის ცნობით, ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი ჯეისონ ალექსანდერი ქორწილში დაუპატიჟებლად მივიდა და მისი ჩაშლა სცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო, რადგან პოლიციამ დააკავა.
როგორც ვენტურას ოლქის შერიფი ჰყვება, პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი ქორწილის ცერემონიის ადგილზე დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ ჯეისონ ალექსანდერი სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც ჩანდა, როგორ იმყოფებოდა ცერემონიის ადგილზე, დაცვას კი უთხრა, რომ სპირსმა დაპატიჟა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
„ის ჩემი პირველი და ერთადერთი ცოლია, აქ იმისთვის მოვედი, რომ ქორწილი ჩავშალო“, – ამბობდა ვიდეოში მამაკაცი. ალექსანდერი ბრიტნის ბავშვობის მეგობარია, წყვილმა 2004 წელს იქორწინა, თუმცა მათი ქორწინება მხოლოდ 55 საათს გაგრძელდა.
სამართალდამცველები ჯერ კიდევ იძიებენ მომხდარს და ჯერჯერობით უცნობია, რა სასჯელს გამოუტანენ ბრიტნის ყოფილ ქმარს.
ბრიტნი სპირსი მანამდე დაქორწინებული იყო კევინ ფედერლაინზე, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავს, ბავშვები 14 და 15 წლის არიან. რაც შეეხება ბრიტნის ახლანდელ ქმარს სემ ასგარის, მათ ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს. 2021 წლის სექტემბერში დაინიშნენ. მალევე ბრიტნიმ მამის მეურვეობას დააღწია თავი.
ბრიტნი სპირსის წარმომადგენლებს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.